გუშინ, გვიან ღამით, კისისხევი-წინანდლის დამაკავშირებელი ხიდი ჩაინგრა. ნგრევაში „მერსედერსის\" მარკის ავტომომანქანა მოჰყვა, რომელიც შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. უსაფრთხოების ზომების მიღებამდე ავტომაგისტრალზე შეფერხებული იყო საავტომობილო მოძრაობა. პერიმეტრს საპატრულო პოლიცია აკონტროლებდა. ამ დროისთვის გადაადგილება აღდგენილია ხიდის სტაბილურ ნაწილზე. აღდგენითი სამუშაოები, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, ხვალიდან დაიწყება. სამუშაოებს სამშენებლო კომპანია „სერპანტინი\" შეასრულებს. წინასწარი გათვლებით, ხიდის მშენებლობა ნახევარი მილიონი ლარი დაჯდება.
დღის მეორე ნახევარში შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით, დაწყებულია გამოძიება. საქმე აღძრულია 342-ე, სამსახურებრივი გულგრილობის, მუხლით. გამოძიებას კახეთის სამხარეო პოლიცია აწარმოებს.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/17ZPASv