მამუკა ბახტაძე ნორვეგიის პრემიერს შეხვდა

17.02.2019 00:51

ნორვეგია მაღალ შეფასებას აძლევს საქართველოში განხორციელებულ რეფორმებს, რომლებიც ინტეგრაციული პროცესების გამყარებისკენ არის მიმართული, - ამის შესახებ მამუკა ბახტაძისა და ნორვეგიის სამეფოს პრემიერ-მინისტრის შეხვედრაზე აღინიშნა.

მოლაპარაკებები მიუნხენის უსაფრთხოების 55-ე კონფერენციის ფარგლებში გაიმართა. საუბრის ერთ-ერთი თემა ორ ქვეყანას შორის არსებული მჭიდრო ურთიერთობები და თანამშრომლობის გაძლიერების პერსპექტივები იყო.

ქვეყნებს შორის ისტორიულ კავშირებზე ისაუბრეს მიუნხენში საქართველოსა და საბერძნეთის პრემიერ-მინისტრებმა. განხილვის თემა იყო სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავების საკითხი. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა, ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მთავრობის სამშვიდობო ინიციატივაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Compania