ანგელა მერკელის პასუხი პირველი არხის კითხვაზე


რუსეთის პრეზიდენტმა იცის ჩემი პოზიცია ოკუპაციაზე, ეს არის უსამართლობა, – ასე უპასუხა საქართველოში ვიზიტით მყოფმა გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა პირველი არხის კითხვაზე, რომელიც საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას ეხებოდა.

„ხვალ მექნება შესაძლებლობა, მივიდე ადმინისტრაციულ საზღვართან, სადემარკაციო ხაზთან, სადაც მათ შორის, ევროკავშირის მისიაც არის წარმოდგენილი. ეს არის უსამართლობა, რაც ხდება. რუსეთის პრეზიდენტმა ჩემი პოზიცია იცის, მათ შორის უკრანასთან დაკავშირებით, ჩვენ ვსაუბრობთ ამაზე. მე მას ვესაუბრები. რაღაცნაირად, ეს ერთი კონტექსტია. მიუხედავად დიდი დაძაბულობისა, დიდი ძალისხმევისა, ძალიან ცოტა კეთდება იმისთვის, რათა ერთხელ და სამუდამოდ წარსულს ჩაბარდეს ეს დიდი უსამართლობა. ეს არ უნდა გახდეს ყოველდღიურობა, არ უნდა მოხდეს შეგუება სიტუაციასთან, ჩვენ ყოველდღიურად, მაქსიმალურად უნდა ვისაუბროთ ამაზე“, – განაცხადა ანგელა მერკელმა პირველი არხის კითხვის საპასუხოდ.

პირველის არხის ჟურნალისტის, ქეთევან ქარდავას კითხვა კი ასეთი იყო: საქართველოში  ჩამოსვლამდე თქვენ შეხვდით რუსეთის პრეზიდენტს, საქართველოში დიდი ინტერესია ამ შეხვედრის მიმართ. რადგან პრესკონფერენცია არ ყოფილა, ჩვენთვის უცნობი დარჩა, იყო თუ არა პუტინთან შეხვედრის დროს რაიმე ფორმით საუბარი საქართველოს ოკუპაციაზე და თქვენ როგორ ხედავთ ამ მხრივ ევროკავშირის, გერმანიის როლს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან