ბაღებისთვის დაფინანსების შემცირებას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა
აიპი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ბიუჯეტი 170 000 ლარით შემცირდება. ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. „ენმ“-ის წევრმა ანა წითლიძემ შესაბამისი სამსახურებისგან იმ კონკრეტული მუხლების დასახელება ითხოვა, რომელთაც ხარჯები დააკლდა. „ისეთი სტრატეგიული დაწესებულებებისთვის, როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა, 170 000 ლარით დაფინანსების შემცირება არ შეიძლება. თუკი ხარჯების ოპტიმიზაციაზეა საუბარი, მერიაში „გაბერილი“ საშტატო ერთეულები შეამცირონ“, - აღნიშნა წითლიძემ. საკრებულოში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი კანონის შესაბამისად შეამცირეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, ეს თანხა კვლავ ბაღების ინფრასტრუქტურას მოხმარდება. „ჩვენ წელს 400 000 ლარით გავზარდეთ ბაღების დაფინანსება. საკრებულოს წევრები შევთანმხდით, რომ ეს 170 000 ლარი სკოლამდელი აღზრის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება“, - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ. დაფინანსების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ORBELIANI GEORGIA. ორბელიანი საქართველო
Orbeliani Georgia
იდეის გამოგზავნის ინსტრუქცია Orbeliani ს პლატფორმაზე https...
Orbeliani Georgia
კაცხის სვეტის რეაბილიტაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაღებისთვის განკუთვნილი ვადაგასული ხორცი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბაგა-ბაღებისთვის სპეციალური კვების ნორმა შემუშავდა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რუსთავის ბაღებისთვის არდადეგების პერიოდი განისაზღვრა 29- 11-...
TV4. ge
სახელმძღვანელოები ბაღებისთვის
tiko kurtanidze
რეკომენდაციები საბავშვო ბაღებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster