ბაღებისთვის დაფინანსების შემცირებას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა

03/06/2017
Radio Atinati-ის მიერ

აიპი სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებებისთვის ბიუჯეტი 170 000 ლარით შემცირდება. ამის შესახებ ქალაქის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე გახდა ცნობილი. „ენმ“-ის წევრმა ანა წითლიძემ შესაბამისი სამსახურებისგან იმ კონკრეტული მუხლების დასახელება ითხოვა, რომელთაც ხარჯები დააკლდა.

„ისეთი სტრატეგიული დაწესებულებებისთვის, როგორც სკოლამდელი სააღმზრდელო დაწესებულებაა, 170 000 ლარით დაფინანსების შემცირება არ შეიძლება. თუკი ხარჯების ოპტიმიზაციაზეა საუბარი, მერიაში „გაბერილი“ საშტატო ერთეულები შეამცირონ“, - აღნიშნა წითლიძემ.

საკრებულოში აცხადებენ, რომ ბიუჯეტი კანონის შესაბამისად შეამცირეს, თუმცა, მათივე მტკიცებით, ეს თანხა კვლავ ბაღების ინფრასტრუქტურას მოხმარდება.

„ჩვენ წელს 400 000 ლარით გავზარდეთ ბაღების დაფინანსება. საკრებულოს წევრები შევთანმხდით, რომ ეს 170 000 ლარი სკოლამდელი აღზრის დაწესებულებების ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციას მოხმარდება“, - განმარტა საკრებულოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა გიორგი თოდუამ.

დაფინანსების შემცირების შესახებ გადაწყვეტილებას ოპოზიციური ფრაქციების წევრებმა მხარი არ დაუჭირეს.


რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან