ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა ხვალ განახლდება

30.10.2022 02:36

ხვალიდან, 31 ოქტომბრიდან პარლამენტში სახალხო დამცველობის კანდიდატების მოსმენა განახლდება. გასულ კვირას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრები 19 კანდიდატიდან შვიდს გაესაუბრნენ. საკომიტეტო მოსმენების დასრულების შემდეგ, პროცესი სხდომათა დარბაზში გადაინაცვლებს. ახალი ომბუდსმენი საკანონმდებლო ორგანომ 8 დეკემბრამდე უნდა დაამტკიცოს. რეგლამენტის მიხედვით, სახალხო დამცველის არჩევას მაღალი კვორუმი - 90 ხმა სჭირდება. იმის გათვალისწინებით, რომ მეათე მოწვევის პარლამენტში ხმათა ეს რაოდენობა არცერთ პოლიტიკურ პარტიას არ აქვს, გადაწყვეტილების მისაღებად უმრავლესობას და ოპოზიციას თანამშრომლობა მოუწევთ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო