ომბუდსმენობის კანდიდატების მოსმენა

31.10.2022 08:39

ვინ დაიკავებს სახალხო დამცველის თანამდებობას: პარლამენტს არჩევანის გასაკეთებლად ერთი თვე რჩება. დეპუტატებმა დღეს ომბუდსმენობის კიდევ ხუთ კანდიდატს მოუსმინეს. ალექსანდრე კობაიძე, ლევან კოკორაშვილი, სერგო მახარაძე, გიორგი მარიამიძე, ნუგზარ კოხრეიძე - ოთხი მათგანი იურისტი, ერთი კი ფილოლოგია. საკუთარი ხედვების გაცნობის შემდეგ დაისვა კითხვები, რა დროსაც „ქართული ოცნების“ გარდა ოპოზიციონერი დეპუტატებიც აქტიურობდნენ. პოზიცია უცვლელია - ოპოზიციის ნაწილი კვლავ მესამე სექტორის მიერ მხარდაჭერილ სამ კანდიდატს ლობირებს. მოსასმენი რჩება კიდევ შვიდი კანდიდატურა, მათ შორის ერთადერთი პოლიტიკოსი კანდიდატი იაგო ხვიჩიაცაა. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო