ნელ-ნელა წამოიჩიტა კანონპროექტი, რომელიც საქართველოს მოქალაქეობის მიღებას ართულებს და ვითომ რთული დემოგრაფიული მდგომარეობის გამოისობით უცხოელთათვის საცხოვრებელი ვადის 10 წლამდე გაზრდას ითხოვს. დღის რიცხვიც აქედანაა – 10.
ჯერ მოდი ემიგრაციაზე ვთქვათ: ბევრმა არ იცის, რომ 1992 წელს საქართველოში დაახლოებით 101,500 ბერძენი ცხოვრობდა. 10 წლის შემდეგ მათგან მხოლოდ 15,150 დარჩა, 0.3%! და საერთოდაც, 2002 წლისთვის, საქართველოში 7-ჯერ ნაკლები ებრაელი, ბერძენი და უკრაინელი იყო დარჩენილი, ვიდრე 1989-ში. თუ ვინმეს ჰგონია, რომ ამით საქართველომ მეტი მოიგო, ვიდრე წააგო, წარვუდგენ სტენფორდის კვლევას, რომელიც ძალიან აშკარა ამბავს მეცნიერულად ცხადყოფს. ორგანიზაციული მეცნიერების, ფსიქოლოგების, სოციოლოგების, ეკონომისტებისა და დემოგრაფების მიერ ათეული წლების მანძილზე განხორციელებული დაკვირვება ნათლად აჩვენებს, რომ სოციალურად მრავალფეროვანი საზოგადოებები უფრო ინოვაციურები და განვითარებულები არიან, ვიდრე ჰომოგენური ჯგუფები – იქნება ეს კომპანიისა თუ ქვეყნის დონეზე.
მაგრამ ახლა მთლად ამაზე არაა საუბარი. გასაგებია, რომ ამ კანონის ინიციატორები კვლევებთან და რიცხვებთან ცოტა მწყრალად არიან, სხვაგვარად ვერაფრით ავხსნი, როგორ ჰგონიათ ვიღაც ჭკუის კოლოფებს, რომ დაბალრიცხოვნობის პრობლემას ერი რიცხვის კიდევ უფრო შემცირებით მოაგვარებს.
უშუალოდ ქართულ გენოფონდზე ვისაუბროთ. ძვირფასებო, თუ აქამდე არ იცოდით, მინდა გახაროთ, რომ ჩვენ, ქართველებს, შობადობა ევროპაში საუკეთესო გვაქვს. – ირლანდიისა და ისლანდიის გამოკლებით. ხოლო ის ფაქტი, რომ ყოველწლიურად სულ უფრო ნაკლებნი ვართ, იმის ბრალი კი არაა, რომ გვეზარება, არამედ იმის, რომ „საქართველოში იბადებოდნენ და შემდეგ მუდამ სწუხდნენ ამაზე“. აი, მაგალითად, 2013 წელს საქართველოში მეტი ადამიანი დაიბადა, ვიდრე გარდაიცვალა. მიუხედავად ამისა, ამავე წელს საქართველო იყო იმ 19 ქვეყანას შორის, რომელთა მოსახლეობამაც, წინა წელთან შედარებით, იკლო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ წმინდა ემიგრაცია რომ არა, მოსახლეობა გაიზრდებოდა და არ შემცირდებოდა. გამოდის, ჩვენს დემოგრაფიულ მდგომარეობას შობადობა კი არა, აქ შობაზე წუხილი ვნებს. თუ ჩვენ გვინდა უკეთესი დემოგრაფია, უნდა ვიფიქროთ ნამდვილი პრობლემების მოგვარებაზე და არა სულელურ კანონებზე, რომელიც მოსახლეობის დაბერებას, შესაბამისად ეკონომიკური პრობლემის კიდევ უფრო გამწვავებას გამოიწვევს. ჩვენი დემოგრაფიული პრობლემის თავი კი მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკაა.
ადრეც გვითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ ასეთი უაზრო კანონების შემოქმედებს ბავშვი მხოლოდ დედის მუცელში აინტერესებთ, დაბადებული ბავშვი კი განგების ამარაა მიგდებული. ამასაც რიცხვებით დაგიმტკიცებთ: 2016 წელს ყოველ 10,000 ცოცხლადშობილ ბავშვზე 97 იყო ბავშვთა სიკვდილიანობა, 2015 წელს კი 120. ანუ ჩვენ საშუალოდ ორნახევარჯერ მეტი ბავშვი გვეცლება ხელიდან 5 წლამდე, ვიდრე განვითარებულ ქვეყნებს.
რაც შეეხება დაუბადებელ ბავშვებს, ჩვენ მსოფლიოში მოწინავენი ვართ შერჩევითი აბორტებით. ათში ერთი გოგონა შერჩევითი აბორტის მსხვერპლია. ამ მაჩვენებელში მსოფლიოში საპატიო მეშვიდე ადგილს ვიკავებთ. იგივე გაეროს მოსახლეობის ფონდის კვლევით, რომელსაც კანონშემოქმედები ციტირებენ, სელექციური, სქესით განპირობებული აბორტების შედეგად 1990-2010 წლებში საქართველოში 25,000 გოგო გაქრა, რაც პირველ რიგში სწორედ იმ მავნე ფილოსოფიის ბრალია, რომელსაც ქართულ სულად და ერის გადამრჩენელად გვიფუთავენ.
ლოგიკას რომ შევეშვათ, რიცხვები არ ტყუიან. თუ გვინდა ევროპის მასშტაბით ერთ-ერთი საუკეთესო შობადობის ქვეყნის, საქართველოს მოსახლეობა გაიზარდოს შემცირების ნაცვლად, მაშინ უნდა ვიფიქროთ ეკონომიკურ და სოციალურ გარემოზე და არა თვალის ამხვევ, სულელურ კანონებზე, რომლის ფესვიც ჩვეულებრივი პოპულიზმია, რომელიც კიდევ უფრო ურთულებს აქ ცხოვრებას მათ, ვინც დარჩენა ვარჩიეთ.
#დღისრიცხვი
შოთა დიღმელაშვილი
საქმიანი დილა
13/06/2017