უკრაინის სამხედროებმა გუსაროვკას გათავისუფლება შეძლეს - უკრაინის გენშტაბი


უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბში იუწყებიან, რომ უკრაინელი სამხედროები ხარკოვის ოლქში კონტრშეტევაზე გადავიდნენ და ერთ-ერთი დასახლების, გუსაროვკას გათავისუფლება შეძლეს. მათივე ცნობით, ღამის განმავლობაში რუსმა სამხედროებმა ხარკოვი სულ მცირე 15 -ჯერ დაბომბეს. ისევ რთულია ვითარება მარიუპოლშიც, სადაც ქალაქის რამდენიმე ნაწილში რუსი ოკუპანტები იმყოფებიან, თუმცა ქალაქის სრულად კონტროლს ვერ ახერხებენ. ასევე ვრცელდება ცნობა, რომ რუსმა ოკუპანტებმა როვნოს ოლქის ქალაქ დუბნოში მდებარე ნავთობტერმინალი გაანადგურეს. მსხვერპლი არ არის. ამავე დროს, უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი ავრცელებს ცნობას, რომ დღესვე უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა მეთერთმეტედ გაანადგურეს რუსული ძალები ხერსონის ოლქში მდებარე ჩერნობაევკას აეროპორტთან. მძიმე მდგომარეობაა ჩერნიგოვოს ოლქში. რუსი სამხედროების მიერ გახსნილი ცეცხლის გამო, მოსახლეობას არ მიეწოდება დენი და წყალი, გათიშულია გათბობაც. საერთო ჯამში, უკრაინის შეიარაღებულ ძალებში აცხადებენ, რომ რუსმა ოკუპანტებმა ვერ შეძლებს წინ წაწევა და განაგრძობენ ძალების განახლებას და გადაჯგუფებას, რათა კიევზე შეტევა განაახლონ. დღესვე, უკრაინის გენშტაბში გაავრცელეს ახალი ინფორმაცია დანაკარგების შესახებ. მათი ცნობით, 24 თებერვლიდან დღემდე, უკრაინაში დაიღუპა 16 600 რუსი სამხედრო მოსამსახურე. განადგურებულია 582 ტანკი და 1 664 ჯავშანმანქანა. თავის მხრივ, რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამტკიცებენ, რომ სამხედროები განაგრძობენ დასახული ამოცანების შესრულებას. მოსკოვში დაადასტურეს ლვოვზე მიტანილი იერიში. მათვე ცნობით, რუსმა ჯარისკაცებმა შეძლეს 18 უკრაინული უპილოტო აპარატის ჩამოგდება. ამ მონაცემების გადამოწმება ომის პირობებში შეუძლებელია. პარალელურად, დღეს რუსეთის მიერ ოკუპირებულ ლუგანსკში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ რეფერენდუმის ჩატარების შესაძლებლობაზე ალაპარაკდნენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან