ანაკლიის პორტს, შესაძლოა, ოპერირება უმსხვილესმა პორტოპერატორმა გაუწიოს
მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი პორტოპერატორის SSA Marine-ის ვიცე-პრეზიდენტი ბობ ვოტერსი, ანაკლიის კონსორციუმის გენერალური დირექტორ ლევან ახვლედიანთან ერთად, დღეს ანაკლიაში იმყოფებოდა. მათ ანაკლიის პორტის პროექტის ტერიტორია დაათვალიერა და ჟურნალისტებთან კომენტარიც გააკეთეს. "ჩემი ჩამოსვლის მიზანი ის არის, რომ ოპერირება გავუწიოთ ანაკლიის პორტს, როდესაც დამთავრდება მისი მშენებლობა. ეს ადგილი არის კარგად პოზიცირებული, რომ მოხდეს პორტის აშენება და მან გაამართლოს კომერციულად", - განაცხადა ვოტერსმა. ახვლედიანის თქმით, SSA Marine ერთ-ერთი წამყვანი ოპერატორია საკონტეინერო ტერმინალის ოპერირების დარგში. შეთანხმების შემთხვევაში, კომპანია ანაკლიის პორტის ოპერირებას სწორედ ამ კუთხით განახორციელებს. "ჩვენ გვყავს სამი სხვა კანდიდატი, თუმცა SSA Marine არის მოწინავე კანდიდატი, რომელთანაც უფრო ღრმად ვართ მოლაპარაკებებში, ვიდრე სხვებთან", - აღნიშნა მან. ანაკლიის პორტის ოპერირებასთან დაკავშირებით ანაკლიის განვითარების კონსორციუმი მოლაპარაკებას მსოფლიო კლასის პორტოპერატორთან SSA Marine-თან მართავს. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრს გიორგი კვირიკაშვილსაც შეხვდა. ანაკლიის განვითარების კონსორციუმი პორტის ოპერატორის გამოსავლენად მოლაპარაკებებს მსოფლიოს რამდენიმე წამყვან კომპანიასთან მართავს. პორტის ოპერატორს 2017 წლის პირველ კვარტალში გამოავლენენ. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI... Google+: https://plus.google.com/u/0/116211701... Twitter: https://twitter.com/
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
ემუქრება თუ არა საფრთხე ანაკლიის პორტს - ანაკლიელების აზრი
Radio Atinati
ანაკლიის პორტის პროექტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ანაკლიის პორტის პერსპექტივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რა იცვლება საგარეო პოლიტიკაში - ინტერვიუ გიორგი ანთაძესთან
რადიო თავისუფლება
პრემიერ-მინისტრის ვიზიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ევროპული საქართველოს“ ინიციატივა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ფიტჩი“ საქართველოში ინვესტიციების ზრდას პროგნოზირებს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ბიზნესპარტნიორი 102 700 მომხმარებელს, საბანკო სესხზე საპროც...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი