ნატო-ს გენერალური მდივნის განცხადება


საქართველო და უკრაინა ნატო-ს ღირებული პარტნიორები არიან, - ამის შესახებ განცხადება ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. იენს სტოლტენბერგის თქმით, ეს ორი ქვეყანა ნატო-ს მნიშვნელოვანი პარტნიორები არიან, რადგან ისინი ალიანსის მისიებში მონაწილეობენ, ხოლო შავი ზღვა ალიანსისთვის სტრატეგიულად მნიშვნელოვანი რეგიონია. ნატო-ს გენერალური მდივნის პრესკონფერენცია ალიანსის თავდაცვის მინისტრების შეხვედრას ეძღვნებოდა, რომელიც 22-23 ოქტომბერსაა დაგეგმილი.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან