უკრაინაში სტიქიის შედეგად ათი ადამიანი დაიღუპა

28.11.2023 00:33

უკრაინაში სტიქიის შედეგად 10 ადამიანი დაიღუპა, კიდევ 23 დაშავდა. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია. მონაცემებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრი, იგორ კლიმენკო ავრცელებს. მსხვერპლია ოდესის, ხარკოვის, ნიკოლაევის ოლქებში და კიევში. რთული მდგომარეობა ოდესაში, სადაც ძლიერი ყინვისა და ქარბუქის გამო, ხუთი ადამიანი დაიღუპა, სამაშველო სამსახურების დახმარება 2 500-მდე ადამიანს დასჭირდა. გზების ნაწილზე შეზღუდულია ტრანსპორტის მოძრაობა. სტიქიის გამო, 11 ოლქში ელექტროენერგია 400-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს არ მიეწოდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: