დღეს საქართველოს ვიცე-პრემიერი, კახა კალაძე, გრემის მოსახლეობას შეხვდა. კალაძემ გაზიფიცირების სამუშაოები ადგილზე დაათვალიერა. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ბაგა-ბაღი მოინახულა, სადაც ბუნებრივი აირი სულ რამდენიმე დღის წინ შეიყვანეს. სოფელ გრემში სულ 300 ოჯახის გაზიფიკაცია მოხდა. სამუშაოები რამდენიმე დღეში დასრულდება. დღესვე, მინისტრმა, ჟურნალისტებთან სამომავლო პროექტებსა და ჰესების მშენებლობაზეც ისაუბრა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/19JyBUb
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/19JyBUb