გურჯაანის რაიონის სოფლებში მიმდინარე გაზიფიცირების სამუშაოები დღეს ენერგეტიკის მინისტრმა, კახი კალაძემ, კომპანია \"სოკარ-გაზ ჯორჯიას\" წარმომადგენლებთან ერთად დაათვალიერა. სამუშაოების მეორე ეტაპზე სოფელ კოლაგში 300, ახალშენში - 803, შაშიანში - 800 და სოფელ ვაზისუბანში 1037 აბონენტის გაზიფიცირება მიმდინარეობს. ენერგეტიკის სამინისტროს ინფორმაციით, გაზგამანაწილებელი კომპანიები მოსახლეობას ბუნებრივი აირის გასაყვანად გადასახადის რამდენიმე თვეზე გადანაწილებას სთავაზობენ. კახა კალაძემ კომპანია \"ფერის\" აღმასრულებელ დირექტორ, ლაშა იორდანიშვილთან ერთად ყვარლის რაიონის სოფელ შილდაში ახლადაშენებული \"შილდაჰესიც\" დაათვალიერა.
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/HeaDdF
ვებ-გვერდზე გადასვლა:
http://bit.ly/HeaDdF