Daily mail-ის სტატია და გამოხმაურება
ჰაკერები, რომლებმაც ბრიტანეთის სამედიცინო ცდების ჩანაწერები მოიპარეს, საქართველოში არიან ბაზირებულები და კავშირში არიან რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან , - ამის შესახებ ინფორმაციას „დეილი მეილი“, საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს. ბრიტანული გამოცემა წერს, რომ რუსეთთან და ირანთან დაკავშირებულმა ჰაკერებმა კორონავირუსთან მებრძოლი ინსტიტუტების მონაცემთა ბაზები გატეხეს და ინფორმაცია მოიპარეს. მასალა ბრიტანეთის ათასობით მოქალაქეს უკავშირდება, რომლებიც „კოვიდ-19“-ის საწინააღმდეგო წამლისა და ვაქცინის სამედიცინო ცდებში მონაწილეობს. თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჰაკერულმა ჯგუფმა, „მეიზმა“ აიღო და რამდენიმე სამედიცინო ჩანაწერი ინტერნეტშიც გამოაქვეყნა. ერთ-ერთი წყაროს ცნობით, მონაცემების დაბრუნების სანაცვლოდ, ჰაკერების ჯგუფმა ორი მილიონი ფუნტი სტერლინგი მოითხოვა. „დეილი მეილის“ ამ ცნობას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ეხმაურებიან. ბრიტანული გამოცემის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციის შესახებ განცხადებები კეთდება ქართულ პოლიტიკურ სპექტრშიც. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უცხოური: კეიტ უინსლეტმა კოლეგები გააკრიტიკა, ირინა შეიკი და...
Music Box
ლიბერალიზმი. ვინ და რატომ ერჩის ლიბერალებს /Liberals
ნამდვილი ისტორიები თეონა გეგელიასთან ერთად
CAR TEST By G-Boy : Koa Mohawke "4/20/7" (ინტერვიუ)
Nineville Entertainment
მარსის კოლონიზაცია
რას გაიგებ?
5 შეკითხვა სისხლის გადასხმის შესახებ
Daily Mail - საუდის არაბეთში დაკავებულ პრინცებს დაკითხვის დრ...
PalitraNews
Daily Mail : ბიძინა ივანიშვილი ექვს ერში საქართველოს მიღების...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Daily Mail - პარალიზებული ბიჭუნა რომელსაც ძალიან უნდა ითამაშ...
Mega TV - ტელეკომპანია მეგა