მეუღლის გარდაცვალების საქმეზე დაკავებულის საქმე


32 წლის მამაკაცს, რომელიც მეუღლის გარდაცვალების საქმეზეა დაკავებული, ბრალს ოფიციალურად, სავარაუდოდ, დღეს წაუყენებენ. აღმკვეთ ღონისძიებაზე კი სასამართლო მოგვიანებით იმსჯელებს. გამოძიება მას თვითმკვლელობამდე მიყვანასა და ოჯახურ ძალადობას ედავება.

ქალის ახლობლები ჰყვებიან, რომ მეუღლის მხრიდან ის ძალადობის მსხვერპლი იყო და გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე, მათ კონფლიქტი ჰქონდათ. ოჯახის წევრებმა სამი მცირეწლოვანი შვილის დედა, რომელიც საბავშვო ბაღის პედაგოგი იყო, ჩამომხრჩვალი ორი დღის წინ იპოვეს. ტრაგედია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში მოხდა. საგამოძიებო მოქმედებები ისევ გრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან