სენაკში ახალი ქარხანა აშენდება
სენაკში 120 მილიონი დოლარის ღირებულების ქართულ-ჩინური საინვესტიციო პროექტის განხორციელება დაიწყო - ცემენტის მწარმოებელი ქარხნის მშენებლობისთვის საფუძვლის ჩაყრის ცერემონიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი დაესწრო.
სიტყვით გამოსვლისას პრემიერმა პროექტის წარმატებით განხორციელების იმედი გამოთქვა. მისი თქმით, მალე სენაკში ფუნქციონირებას დაიწყებს სრულიად თანამედროვე საწარმო, რომელიც თავის წვლილს შეიტანს საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში.
“ეს არის ძალიან კარგი მაგალითი ჩინეთსა და საქართველოს შორის პარტნიორობის. ჩვენ მივესალმებით ჩინეთის მხრიდან ინვესტორებს. ეს არის ასევე საქართველოს მხრიდან ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი ბიზნესმენი ცეზარ ჩოჩელი, რომელსაც არაერთი საწარმო გაუკეთებია აქამდე და რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან აქვს მაქსიმალური ხელშეწყობა ამ პროექტში. აქ რამდენიმე ასეული ადგილობრივი მოსახლე დასაქმდება და ბიუჯეტისთვის იქნება ასევე ძალიან მნიშვნელოვანი ეს შემოსავლები. ,” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
მიმდინარე წლის აპრილის თვეში აზიურ-აფრიკული (ქ. სიანი) ბიზნეს-მენეჯმენტის კომპანიას, ჰუალინგ ჯგუფსა და ქართულ სამშენებლო კომპანიას შორის ხელი მოეწერა შეთანხმებას ინვესტიციების განხორციელებისა და „შპს. შავი ზღვის ცემენტის“ კომპანიის ჩამოყალიბების შესახებ, რომელიც 1.5 მილიონი ტონა წლიური წარმადობის მქონე კლინკერის ცემენტის მშრალი მეთოდით მწარმოებელ ქარხანას ააშენებს.
სამშენებლო ტერიტორია 20 ჰექტარზე მეტს მოიცავს. მშენებლობის დასრულების შემდეგ ქარხანა წლიურად 900 ათას ტონა კლინკერის ცემენტს და 1.5 მილიონ ტონა მაღალი ხარისხის ცემენტს გამოიმუშავებს. დასაქმდება 500-მდე ადგილობრივი მუშახელი. ქარხანა აღიჭურვება თანამედროვე ტექნოლოგიებით. საწარმოო პროცესში ზედმიწევნით იქნება დაცული თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების ყველა მოთხოვნა. პროექტი დაეყრდნობა „მაღალი ეფექტიანობის, უსაფრთხოების, გარემოს დაცვის, ნარჩენების გადამუშავებისა და ხელახლა გამოყენების“ პრინციპებს. დამონტაჟდება ხმაურის ჩამხშობი დანადგარები, რაც უზრუნველყოფს ხმაურის მინიმალურ დონეს და მაქსიმალურად დაიცავს მოსახლეობას საწარმოო ხმაურისგან.
Giorgi Kvirikashvili-ის სხვა ვიდეოები
05:10
„დროის კაფსულის“ ჩადების საზეიმო ცერემონია
11:45
პრემიერ-მინისტრის და ევროკომისრების ერთობლივი განც...
01:20
მალთაყვის საკურორტო-რეკრეაციული ზონის განახლება მი...
01:49
ინფორმაცია მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ს...
05:39
,,სტარტაპ საქართველოს“ მაღალტექნოლოგიურ კომპონენტი...
22:47
პრემიერის გამოსვლა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლე...
00:51
მცხეთის კულტურის ცენტრის გახნის ცერემონია
05:00
პრემიერ-მინისტრი საერთაშორისო ფორუმს დაესწრო
მსგავსი ვიდეოები
სენაკში ახალი ქარხანა აშენდება
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
#ბიზნესსიახლეები bm.ge-სგან / 25.05.2022
Business Media Georgia
სენაკში ახალი ხელოვნურსაფარიანი მინი მოედანი გაიხსნა
Senaki City hall - სენაკის მუნიციპალიტეტის მერია
სენაკში ახალი #2 საბავშვო ბაღი გაიხსნა
სამეგრელო- ზემო სვანეთის მხარე
კრიმინალური ავტორიტეტების გარჩევა სენაკში - ახალი დეტალები
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ბეკოს ახალი ფილიალი სენაკში; დილა მშვიდობისა საქართველო-2023...
rustavi2
ნარკოლოგიური შემოწმების ახალი კაბინეტი სენაკში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი საწარმო სენაკში
Radio Atinati