პრემიერის გამოსვლა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს საიუბილეო კონფერენციაზე

05/24/2017
Giorgi Kvirikashvili-ის მიერ

აშშ-ის როლი საქართველოს სწორი მიმართულებით განვითარებაში შეუფასებელია.
საქართველო აშშ-ის სტრატეგიული ინტერესების გადაკვეთის წერტილში მდებარეობს; შესაბამისად, საქართველოს მთავრობა მიესალმება ამერიკული კომპანიების უფრო დიდ რაოდენობას საქართველოში. აშშ-საქართველოს ბიზნესსაბჭო განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უფრო მეტი ამერიკული კორპორაციის, მცირე და საშუალო ბიზნესის საქართველოში მოზიდვის კუთხით, რათა გაიზარდოს საქართველოს ცნობადობა აშშ-ში და კიდევ უფრო მეტი ამერიკული კომპანია ამოქმედდეს აღმოსავლეთისა და დასავლეთის, ჩრდილოეთისა და სამხრეთის გზაგასაყარზე.
საქართველო აღმოსავლეთ ევროპული სახელმწიფოა მრავალი ობიექტური კრიტერიუმის თანახმადაც, რომელთა შორისაა დემოკრატიული განვითარების მაჩვენებელი, ეკონომიკური დინამიკურობის ინდიკატორი და ქვეყნის მდგრადობა სწორი მიმართულებით განვითარების პროცესში.


პრემიერ-მინისტრის გამოსვლა ამერიკა-საქართველოს ბიზნესსაბჭოს საიუბილეო კონფერენციაზე ვრცლად იხილეთ: http://gov.ge/s/4ca3c

ვიდეოები „Giorgi Kvirikashvili"-ისგან