გიორგი რურუას ბრალს დღეს წარუდგენენ

19.11.2019 00:57

„მთავარი არხის“ ერთ-ერთ დამფუძნებელს, გიორგი რურუას, ბრალს დღეს წარუდგენენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, რურუას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარებას ედავებიან. გიორგი რურუას ადვოკატი, დიმიტრი საძაგლიშვილი აცხადებს, რომ რურუას დაკავება კანონის დარღვევით მოხდა. ადვოკატის თქმით, დაკავებისას არ გაუჩხრიკავთ არც რურუა და არც მისი ავტომობილი. მისივე თქმით, რურუას ავტომობილში ჩადეს ნივთი, რომელიც სავარაუდოდ არის მაყუჩი. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: