გუდაურს, როგორც სამთო კურორტს, 30 წელი შეუსრულდა

27.01.2019 01:15

გუდაურს, როგორც სამთო კურორტს, 30 წელი შეუსრულდა. საიუბილეო თარიღი საზეიმო ღონისძიებით აღინიშნა. მთის კურორტების კომპანიის ხელმძღვანელმა ის მწვრთნელები დააჯილდოვა, რომლებმაც სათხილამურო სპორტის პოპულარიზაციასა და სპორტსკოლების განვითარებაში განსაკუთრებული წვლილი შეიტანეს. ასევე, თარიღთან დაკავშირებით, გამოფენაც მოეწყო, სახელწოდებით „ევოლუცია“, სადაც თხილამურებისა და ეკიპირების როგორც ძველი, ისე თანამედროვე ექსპონატები იყო წარმოდგენილი. ღონისძიების დასასრულს  საჩვენებელი დაშვება განხორციელდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: