შეჯიბრი ველო და მოტო მოყვარულებისთვის - gudauri 2017

08/01/2017
M.T.A. Mountain Trails Agency-ის მიერ

#ესსაქართველოსმთებია #გუდაური #შეჯიბრი #ველო #ენდურო
გუდაურში ველომარათონი და მთის მოტოციკლეტების შეჯიბრი გაიმართა. სპორტული ღონისძიებები ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ,,მთის კურორტების განვითარების კომპანიის'' ,,ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის''და,,ენდურო ქლაბ ჯორჯიას’’ ორგანიზებით მოეწყო.
სამოყვარულო ველოტურნირში 20 მოყვარული ველომრბოლელი მონაწილეობდა, მათ შორის იყვნენ მედიის წარმომადგენლებიც. 30 ივლისს კი, ენდუროკროსის ტურნირი გაიმართა, რაც მოტოციკლით მიუვალ ადგილებში რბოლასა და დაბროკელებების გადალახვას გულისხმობდა.შეჯიბრში როგორც პროფესიონალი, ასევე არაპროფესიონალი მოტომრბოლელები იღებდნენ მონაწილეობას. ტურნირი ყოველწლიურ ხასიათს შეიძენს.ღონისძიების მიზანი კურორტის პოპულარიზაცია, მისი ოთხსეზონიანად გარდაქმნა და შიდა და გარე ტურიზმის ხელშეწყობაა.

ვიდეოები „M.T.A. Mountain Trails Agency"-ისგან