„აი-რაი“-ის კვლევის შედეგები


საერთაშორისო ორგანიზაცია აი-რაიმ“  მორიგი კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. კითხვაზე - ვის მისცემდით ხმას, კვირას რომ არჩევნები იყოს, გამოკითხულთა 26% „ქართულ ოცნებას“, 22% - „ნაციონალურ მოძრაობას“, 7% - „ევროპულ საქართველოს“, 5% - „პატრიოტთა ალიანსს“, ასევე 5% „ლეიბორისტულ პარტიას“ მისცემდა ხმას. გამოკითხულთა 22 %-მა არ იცის, ვის სასარგებლოდ გააკეთებდა არჩევანს, 6 % კი არც ერთ პოლიტიკურ პარტიას არ დაუჭერდა მხარს.

„აი-რაიმ“ საკუთარ კვლევაში კონკრეტული პოლიტიკოსების რეიტინგიც გამოიკვლია. სადაც დავით ბაქრაძე, კახი კალაძე და გრიგოლ ვაშაძე ლიდერობენ. რეიტინგის სათავეში „ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძეა, რომელსაც დადებითად 59% აფასებს. მეორე ადგილს, 49 %-იანი მხარდაჭერით, თბილისის მერი კახი კალაძე იკავებს, მესამე პოზიციაზე კი „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი 48 %ით გრიგოლ ვაშაძეა. ბიძინა ივანიშვილი მე-11 ადგილზეა - 35%, დადებითი შეფასებით, 57%, უარყოფითი, არ ვიცი 8%. შეკითხვა დაისვა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებაც. გამოკითხულთა დიდი ნაწილი – 28 % ვადამდელი არჩევნების ჩატარების მომხრეა.

გამოკითხვის კიდევ ერთი ნაწილი ნატო-ში გაწევრიანებას ეხება, რომლის შედეგების თანახმად,  მომხრეთა რაოდენობა შემცირდა. კერძოდ, ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციას, სრულად გამოკითხულთა 49 % უჭერს მხარს. „საერთაშორისო რესპუბლიკურმა ინსტიტუტმა“ საზოგადოებრივი აზრის კვლევა ქვეყნის მასშტაბით 20 მაისიდან 11 ივნისის ჩათვლით ჩატარა. ჯამში 1500 ადამიანი გამოიკითხა, კვლევის ცდომილება კი 2.5 %-ს შეადგენს.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან