„აირაის“ კვლევა - შეფასებები

19.11.2019 02:29

სოციოლოგიური კვლევის შედეგებს აქვეყნებს ორგანიზაცია „აირაი“. გამოკითხვის თანახმად, მიმდინარე კვირაში რომ არჩევნები იყოს, 23 % ხმას „ქართულ ოცნებას“ მისცემდა, 15 % „ერთიან ნაციონალურ მოძრაობა – გაერთიანებულ ოპოზიციას“, 5-5 % კი „ევროპულ საქართველოს“ და „ლეიბორისტულ პარტიას“. 4 % „პატრიოტთა ალიანსს“, 3 % „სამოქალაქო მოძრაობას“, 2-2 %  „ლელოს“, „ახალი საქართველოსთვის“ და „დემოკრატიული მოძრაობა - გაერთიანებული საქართველოსთვის“, ერთი პროცენტი კი „გირჩმა“ მიიღო.  კვლევის მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის 78 % სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლას ემხრობა. კვლევის საველე სამუშაოები ჩაატარა კვლევისა და მარკეტინგის ინსტიტუტმა 2019 წლის 11 სექტემბრიდან 14 ოქტომბრის ჩათვლით. კვლევაში მონაწილეობა მიიღო საარჩევნო ხმის უფლების მქონე საქართველოს 1500-მა მოქალაქემ. კვლევის ცდომილება არ აღემატება პლუს-მინუს 2.5 %-ს. „აირაის“ კვლევის შედეგებს პოლიტიკურ სპექტრში აფასებენ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: