საარჩევნო სისტემა და შეთანხმებული ცვლილებები

12.03.2020 06:15

რამდენიმეთვიანი უთანხმოების შემდეგ შეთანხმებული საარჩევნო სისტემის დამტკიცების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დგება. „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ბოიკოტის შეწყვეტის, სხდომათა დარბაზში დაბრუნების და საკონსტიტუციო ცვლილების პროექტისთვის ხმის მიცემის სანაცვლოდ საკუთარი პირობა დაასახელა - ისინი პატიმრობაში მყოფი თანამოაზრეების გათავისუფლებას ითხოვენ. ანალოგიური პოზიცია აქვს „ევროპულ საქართველოსაც.“ მანდატების 120-30-ზე თანაფარდობის კონსტიტუციაში ასახვას კი საკონსტიტუციო უმრავლესობის მხარდაჭერა სჭირდება. ოპონენტთა პირობის მოსმენის შემდეგ მმართველი გუნდის ლიდერთა ტონი მკაცრდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: