ოპოზიციის შეკრება და მზადება არჩევნებისთვის
ოპოზიცია მომავალ საპარლამენტო არჩევნებზე შესაძლოა საერთო მაჟორიტარებით წარდგეს. ამ სტატუსით საარჩევნო კამპანიაში ჩართვა უკვე დააანონსეს პრეზიდენტის მიერ შეწყალებულმა გიგი უგულავამ და ირაკლი ოქრუაშვილმა, რომლებიც დღეს „ლეიბორისტების“ ოფისში ოპოზიციური ერთობის შეხვედრას შეუერთდნენ. მოლაპარაკებათა მაგიდასთან მსხდომი სხვადასხვა იდეოლოგიისა და შეხედულების მქონე პოლიტიკური პარტიები თანხმდებიან, რომ ფრონტის წინა ხაზი მაჟორიტარულ ოლქებზე გადის და ამ მიმართულებით ოპოზიციის კოორდინაციას გადამწყვეტი მნიშვნელობა ექნება. თუმცა იმისთვის, რომ 8 მარტს დიპლომატების თანდასწრებით შეთანხმებულ კომპრომისულ საარჩევნო მოდელს, ანუ მანდატების 120-30-ზე გადანაწილების სისტემას კენჭისყრის დროს „ევროპული საქართველოს“ და „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერაც ჰქონდეს, კონკრეტული პირობა სახელდება და ეს პირობა იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებაში ბრალდებულ გიორგი რურუას გათავისუფლებაა. სწორედ ამ შემთხვევაში შეწყვეტს ორივე ფრაქცია საპარლამენტო ბოიკოტს და საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტის განხილვაში ჩაერთვება. ახლა საინტერესოა, ახალი მოდელის მიღების შემთხვევაში მაჟორიტარულ და პროპორციულ არჩევნებში მონაწილეობის რა კონფიგურაციაზე შეთანხმდება ოპოზიციური სპექტრი - ცალ-ცალკე, ბლოკებად, თუ კოალიციად. სალომე ქოქიაშვილმა მოისმინა დღვანდელი შეხვედრის შემდეგ გაკეთებული განცხადებები. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ოპოზიციის შეკრება ევროპის მოედანზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სააკაშვილის დაანონსებული დაბრუნება - პოლიტიკური შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება აქციისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მზადება დიალოგის მეხუთე რაუნდისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ოპოზიციის შეკრება და გეგმები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სახალხო შეკრება და ოპოზიციის ისტერიკა
TV IMEDI
ოპოზიციის შეკრება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„ქართული ოცნება უკან დახევას არ აპირებს “ - ოპოზიციის შეკრებ...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia