,,ლალი ლალი,ჩემო ლალი'' ,,მანანა და ლალი'' ნ.დუმბაძე #თინანოსპოეზია
#თინანოსპოეზია ❤️ მ ა ნ ა ნ ა - ლალი, ლალი, ჩემო ლალი! ლალი - რაო, ჩემო მანანა? მ ა ნ ა ნ ა - ეს თოჯინა დედაშენმა ჩემთან გამოგატანა? ლ ა ლ ი - რასა ბრძანებ, ქალბატონო! არ გათხოვებ არასდროს, გინდა ისევ გააცივო, ისევ სურდო დამართო? მ ა ნ ა ნ ა - რადგან ასე მეუბნები, რადგან ასე მაჯავრებ, დამიბრუნე ჩემი ვაშლი, მე რომ გუშინ გაჭამე. ლ ა ლ ი - არაფერიც, არაფერიც, არაფერსაც არ მოგცემ, იმ ვაშლისთვის, აღარ გახსოვს, ლოყაზე რომ გაკოცე? მ ა ნ ა ნ ა - მე რომ წიგნი მოგიტანე კარგი წასაკითხავი?.. ლ ა ლ ი - მერე მე რომ მოგარჩინე, ექიმი რომ ვიყავი? მ ა ნ ა ნ ა - ჰო-ჰო-ჰო-ჰო, დიდი საქმე, სულ არ იცი თამაში, გახსოვს, მე რომ მოგეხმარე კანფეტების ჭამაში? ლ ა ლ ი - მერე მე რომ შენს თოჯინას გავუკეთე ნემსები?! მ ა ნ ა ნ ა - მერე მე რომ წაგიკითხე დიდი, გრძელი ლექსები?! ლ ა ლ ი - როგორც ვხედავ, ქალბატონო, უმადური ბრძანდები, დაგავიწყდა, გუშინწინ რომ გამომართვი ბაბთები? მ ა ნ ა ნ ა - არც თოჯინა მინდა შენი, აღარც შენი ვაშლები, ბუტე, ბუტე, გაგებუტე, აღარ გეთამაშები! ნოდარ დუმბაძე
მსგავსი ვიდეოები
მერაბ ზავიტ - ლალი ლალი ჩემო ლალი / Merab Zavit - Lali lali...
Nostalgia / ნოსტალგია
lali lali chemo lali ლალი ლალი ჩემო ლალი
BBB - Basti Bubu Broadcasting
(ძველი საქეიფო სიმღერა) ლალი ლალი, ჩემო ლალი / Lali, Lali ,...
ზღვა \u0026 მთა
დათო ხუჯაძე და მიკა ლალი კარაოკე DATO da Mika Lali Karaoke
Musicland Karaoke
აჯიკა - Ajika
Apolines cuisine
სულიკო / Suliko (1895) /სრული ვერსია /Versione integrale (ge...
LALIMBERTI
● აღარა მაქვს ამ ქალების ატანა
TheApokaliptos
,, ლალი ლალი " 2 წლის მაშოს ენაზე
თათია ბოლოთაური