სულიკო / Suliko (1895) /სრული ვერსია /Versione integrale (georgiana)
ლექსი აკაკი წერეთელი Testo Akaki Tsereteli მუსიკა ბარბარე (ვარინკა) მაჭავარიანი-წერეთელი Musica Barbare (Varinka) Machavariani-Tsereteli ***************************** 1 საყვარლის საფლავს ვეძებდი, ვერ ვნახე!.. დაკარგულიყო!.. გულამოსკვნილი ვტიროდი „სადა ხარ, ჩემო სულიკო?!“ 2 ეკალში ვარდი შევნიშნე, ობლად რომ ამოსულიყო, გულის ფანცქალით ვკითხავდი „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ 3 ნიშნად თანხმობის კოკობი შეირხა ... თავი დახარა, ცვარ-მარგალიტი ციური დაბლა ცრემლებად დაჰყარა. 4 სულგანაბული ბულბული ფოთლებში მიმალულიყო, მივეხმატკბილე ჩიტუნას „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ 5 შეიფრთქიალა მგოსანმა, ყვავილს ნისკარტი შეახო, ჩაიკვნეს-ჩაიჭიკჭიკა, თითქოს სთქვა"დიახ, დიახო!“ 6 დაგვქათქათებდა ვარსკვლავი, სხივები გადმოსულიყო, მას შევეკითხე შეფრქვევით „შენ ხომ არა ხარ სულიკო?!“ 7 დასტური მომცა ციმციმით, სხივები გადმომაყარა და იმ დროს ყურში ჩურჩულით ნიავმაც ასე მახარა 8 „ეგ არის, რასაც ეძებდი, მორჩი და მოისვენეო! დღე დაიღამე აწ ტკბილად და ღამე გაითენეო! 9 „სამად შექმნილა ის ერთი ვარსკვლავად, ბულბულ, ვარდადო, თქვენ ერთანეთი რადგანაც ამ ქვეყნად შეგიყვარდათო“. 10 მენიშნა!.. აღარ დავეძებ საყვარლის კუბო-სამარეს, აღარც შევჩივი ქვეყანას, აღარ ვღვრი ცრემლებს მდუღარეს! 11 ბულბულს ყურს ვუგდებ, ვარდს ვყნოსავ, ვარსკვლავს შევყურებ ლხენითა და, რასაცა ვგრძნობ მე იმ დროს, ვერ გამომითქვამს ენითა! 12 ისევ გამეხსნა სიცოცხლე, დღემდე რომ მწარედ კრულ იყო, ახლა კი ვიცი, სადაც ხარ სამგან გაქვს ბინა, სულიკო! ***************************** მღერის ლალი ბურდული Voce Lali Burduli უკრავს დუჩო ლიმბერტი Pianoforte Duccio Limberti ხმის რეჟისიორი იაკოპო პეტინი Tecnico del suono - Jacopo Pettini “Virus Studio”, Monteriggioni, Siena, Italia Video - LALIMBERTIstudio, Poggibonsi, Siena, Italia 2021 #LALIMBERTI #DuoLALIMBERTI #LALIMBERTIstudio #DuccioLimberti #LaliBurduli ©LALIMBERTI ©LALIMBERTIstudio
მსგავსი ვიდეოები
Сулико - на гитаре + табы - Georgian song - Suliko - guita...
Vitaly Krivenko
Где же ты, моя Сулико? 1895 г. Тифлисский городской романс....
БРОНЕКОПЫТ
როცა ლოცვა ვეღარ ითქმის/ Not Enough for a Prayer
Chai Khana
სულიკო - Suliko
Meta morfozi
სულიკო suliko გიტარის გაკვეთილი
otari kuchava
სულიკო suliko ბათუმის საზღვაო აკადემიის სტუდენტური კვინტ...
Jaba Tarimanashvili
სულიკო (Suliko) - Old Georgian Love Poem
King of Kings
სულიკო - suliko group - IVERONI / ჯგუფი - ივერონი
group - IVERONI / ჯგუფი - ივერონი