„რიონის ხეობის მცველების“ აქცია


გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან მოძრაობა „რიონის ხეობის მცველებმა“ აქცია გამართეს. მათ 2022 წელს გაცემული იმ ლიცენზიის გაუქმება მოითხოვეს, რომლის მიხედვითაც, მათივე თქმით, რაჭის ტყეები 49-წლიანი იჯარით ბიზნესმენ დავით ხიდაშელს გადაეცა. აქციის მონაწილეებს პოლიციამ საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისკენ რამდენჯერმე მოუწოდა, რის შემდეგაც სამართალდამცაველებმა ადმინისტრაციული წესით 11 პირი დააკავეს. მოთხოვნებს შორის ახლა უკვე დაკავებულების გათავისუფლებაცაა. „რიონის ხეობის მცველების“ ნაწილმა ღამე კარავში გაათენა, დღეს დილიდან კი აქცია ისევ გაგრძელდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან