„რიონის ხეობის მცველების“ აქცია - გარემოს დაცვის სამინისტრო-ს განცხადება

19.11.2023 00:55

აქციის მონაწილეების მოთხოვნებს გუშინ მალევე უპასუხეს გარემოს დაცვის სამინისტროში. უწყება საკუთარ განცხადებაში ამბობს, რომ ტყე არ გაყიდულა და შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად. „ლიცენზია გულისხმობდა არა ტყის გაყიდვას, არამედ სამონადირეო მეურნეობის მოწყობას ხუთ მილიონზე მეტი ლარის ინვესტიციით რეგიონის განვითარებისა და ადგილობრივი მოსახლეობის დასაქმებისთვის. რაც შეეხება ლიცენზიის გაუქმებას, ლიცენზიის პირობების შეუსრულებლობის გამო, მიმდინარე წლის მაისიდან დავიწყეთ პროცესი. არ არსებობს არანაირი საფუძველი საპროტესტო აქციების გასამართად, რაც ავუხსენით აქციის მონაწილეებს. რაც შეეხება ლიცენზიის გაყიდვას ან გასხვისებას, დღეს როცა საუბარია ლიცენზიის გაუქმებაზე, ეს საკითხი ნაკლებად აქტუალურია. გარემოს ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმების გარეშე ვერ მოხდება ლიცენზიის ვერც გაყიდვა და ვერც გაჩუქება. სააგენტოსთვის ამ დროისთვის არავის მოუმართავს. “, – აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან
01:18

აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„რიონის ხეობის მცველების“ აქცია
01:56

„რიონის ხეობის მცველების“ აქცია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან
01:26

აქცია გარემოს დაცვის სამინისტროსთან

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება - გამოხმაურება
01:16

გარემოს ეროვნული სააგენტოს გადაწყვეტილება - გამოხმაურება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ნამახვანჰესის მშენებლობა - საკომიტეტო მოსმენა
07:39

ნამახვანჰესის მშენებლობა - საკომიტეტო მოსმენა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

„რიონის ხეობის მცველების“ აქცია - შსს-ს განცხადება
02:15

„რიონის ხეობის მცველების“ აქცია - შსს-ს განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

რიონის ხეობის მცველების საპროტესტო აქცია გრძელდება
04:07

რიონის ხეობის მცველების საპროტესტო აქცია გრძელდება

Rioni.TV

რიონის ხეობის მცველების ახალი ულტიმატუმი ხელისუფლებას
05:07

რიონის ხეობის მცველების ახალი ულტიმატუმი ხელისუფლებას

ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia

ყველა ვიდეო