გვარის ისტორია - ჯოჯუა

02/15/2017
Radio Atinati-ის მიერ

ჯოჯუა პირსახელიდან წარმომდგარი გვარია. ჯოჯო, ჯონჯო პირსახელია სამეგრელოში. არსებობს გვარსახელ ჯოჯუას ფონეტიკური სახესხვაობა - ჯონჯუა, რომელსაც ატარებს სოფელ შამგონის მკვიდრი შტო ამ გვარისა. სადაც, ამ გვარის 9 კომლი ცხოვრობს.

დღეისთვის საქართველოში 378 ჯონჯუა ცხოვრობს, რაც შეეხება საკუთვრივ ჯოჯუებს, მათი ძირი სოფელია ტეხურისპირა სოფელი ტალერი.

ჯოჯუები ბლომად ცხოვრობენ ზუგდიდის მომიჯნავე ახალსოფელში აგრეთვე სოფლებში - სამიქაო,რეყე, კურზუ, ლეძაძამე, ფოცხო და სხვა ჯოჯუები ბლომად ცხოვრობენ ზუგდიდშიც. ასევე სამურზაყანოშიც, კერძოდ სოფლებში ოტობაიასა და აგუბედიაში ცხოვრობენ. ამ საგვარეულო სახელიდანაა წარმომდგარი რამოდენიმე ტოპონიმი. ჯოჯუების საერთო რაოდენობა მთელ საქართველოში 1995 წლის მონაცემებით 3858 კაცს შეადგენს.

უძველესი დოკუმენტი სადაც ჯოჯუაა მოხსენიებული, არის 1732 წლის შეწირულობის წიგნი კათალიკოს გრიგოლ ლორთქიფანიძისა ბიჭვინთის ტაძრისადმი, სადაც შეწირულ გლეხებს შორის დასახელებულია სოფელ ტყვირს მცხოვრები ობიშხუა ჯოჯუა ,,მისის ყოვლისფერიანად”. ჯოჯუების ნაწილი საეკლესიო ყმა რომ იყო ერთი სხვა დოკუმენტითაც მტკიცდება.1854 წელს შედგენილ აღწერაში ჭყონდიდის ტაძრის ყმა-მამულების დავთარში, სხვა დოკუმენტებს შორის ნახსენებია ,,გიორგი გუგუშვილისაგან ჯოლეველის გლეხისაგან ბერდია ჯოჯუას მიერ ერთი ფლურის სამართლის შეწირულობის წიგნი''.

ისტორიკოსის და მკვლევარის აბესალომ ტუღუშის გამოუქვეყნებელი მასალების მიხედვით მომზადებული რუბრიკა \"გვარის ისტორია\" შეგიძლიათ მოისმინოთ ყოველ ორშაბათს და ხუთშაბათს 8.05-ზე რადიო „ათინათის“ ეთერში

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI...
Google+: https://plus.google.com/u/0/116211701...
Twitter: https://twitter.com/

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან