კულტურის სამინისტროს ინიციატივით ყვარელში კინოკლუბი გაიხსნება
19 ნოემბერს, 17:00 საათზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ყვარლის კულტურის განვითარების ცენტრში კინოკლუბს გახსნის. კულტურის სამინისტროსა და ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგეობას შორის ასევე გაფორმდება თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელიც გულისხმობს კინოკლუბის ფუნქციონირების ხელშეწყობას. კულტურის სამინისტრომ კინოჩვენებებისთვის საჭირო ტექნიკური აპარატურა ყვარლის მუნიციპალიტეტს „კინოჩვენებების ხელშეწყობის პროგრამის" ფარგლებში გადასცა. მინისტრის მოადგილე ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკი ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებელთან დავით ქევხიშვილთან ერთად ხელს მოაწერს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს, რომელიც ითვალისწინებს კინოკლუბის ფუნქციონირების ხელშეწყობასთან ერთად, რეგიონში კინემატოგრაფიის დარგში მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურული და საგანმანათლებლო დონის ამაღლებას. ყვარელში ახალი კინოკლუბი ამერიკული ანიმაციური ფილმით „პოლარული ექსპრესი" გაიხსნება, რომელსაც ყვარლისა და ხონის მუნიციპალიტეტის მოსწავლე ახალგაზრდობა დაესწრება. ამავე დღეს, კულტურის სამინისტროს პროექტის „ჩემი საქართველო აქ არის" ფარგლებში, 2 დღიანი ვიზიტით ყვარლის მუნიციპალიტეტს ხონის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული შემოქმედებითი კოლექტივები ესტუმრებიან, რომლებიც ფოლკლორულ კონცერტებს გამართავენ და ყვარლის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ. პროექტი „ჩემი საქართველო აქ არის" საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის, გურამ ოდიშარიას ინიციატივით „რეგიონებში კულტურული ღონისძიებების მხარდაჭერისა და წახალისების პროგრამის" ფარგლებში ხორციელდება. მისი მიზანია რეგიონებს შორის მოსწავლე-ახალგაზრდობისა და სხვა შემოქმედებითი კოლექტივების ურთიერთგაცნობა, დამეგობრება და გამოცდილების გაზიარება. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
შოთა რუსთაველის დღე მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„დიდგორს“ სამუზეუმო ანსამბლის სტატუსი მიენიჭა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კულტურის სამინისტროს კონკურსი
culturegovge culturegovge
ქართული ხელოვნება ვილნიუსში კულტურის სამინისტროს ეგიდით
culturegovge culturegovge
ქართული ხელოვნება ვილნიუსში კულტურის სამინისტროს ეგიდით
culturegovge culturegovge
ქართული ხელოვნება ვილნიუსში კულტურის სამინისტროს ეგიდით
culturegovge culturegovge
ქართული ხელოვნება ვილნიუსში კულტურის სამინისტროს ეგიდით
culturegovge culturegovge
ზაზა ურუშაძის "მანდარინები"
culturegovge culturegovge