ოპოზიციის მზადება არჩევნებისთვის


საპარლამენტო არჩევნები ახლოვდება, მაჟორიტარობის შეთანხმებულ კანდიდატთა სიები იგვიანებს.

სწორედ საარჩევნო სტრატეგიისა და კანდიდატურების გარშემო აზრთა სხვადასხვაობა შესაძლოა ოპოზიციური გაერთიანების, „ძალა ერთობაშია“ დაშლის მიზეზი გახდეს. შიდა უთანხმოების ნიშნები უკვე სახეზეა, რის გამოც არ არის გამორიცხული, რომ გაერთიანებაში შემავალი პოლიტიკური ძალების გზები გაიყოს და მათ პარლამენტში მოსახვედრად ცალ-ცალკე იბრძოლონ. ამ ეტაპზე საერთო ოპოზიციური შეთანხმება თბილისის მხოლოდ ექვს მაჟორიტარულ ოლქზე არსებობს. საბურთალოსა და დიდუბე-ჩუღურეთზე ოპოზიცია ამ დრომდე ვერ ჩამოყალიბდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან