ქობულეთის ახლად აშენებულ საბავშვო ბაღში ჭერი და კედლები დაზიანდა
ქობულეთის ახლად აშენებულ მე-5 საბავშვო ბაღში ჭერი დაზიანდა. წვიმიან ამინდში შენობაში წყალი ჩადის. საბავშვო ბაღის ადმინისტრაციის განცხადებით, დაზიანებული ჭერი მათ საკუთარი ძალებით შეაკეთეს, ინციდენტის დროს კი არავინ დაშავებულა. ნაგებობის მშენებლობა 2014 წელს დასრულდა, ამისთვის კი ბიუჯეტიდან 600 ათასი ლარი დაიხარჯა. ოპოზიციის განმარტებით შენობა საგარანტიო ვადის გასვლამდე დაზიანდა და ამას ენმ-ს დეპუტატი უხარისხოდ შესრულებულ სამუშაოებს უკავშირებს. „“ქართული ოცნების“ კორუფციული გარიგების შედეგებს დღეს ვიმკით და ნათელი მაგალითი არის მე-5 საბავშვო ბაღი. ეს ბაღი აშენდა 2014 წელს, დახარჯული არის 600 ათას ლარამდე და საგარანტიო პერიოდიც კი გასული არ არის ჭერი და სახურავი დაზიანდა, ჩამოვიდა წყალი და გიფსო მუყაოს ჭერი ჩამოიშალა. ეს პირველი შემთხვევა არ არის, რამდენი შემთხვევა გვქონდა ქობულეთში, ფიჭვნარის საბავშვო ბაღი, აჭყვისთავის საბავშვო ბაღი, ჩაისუბნის საბავშვო ბაღი. 2 წლის განმავლობაში ჯერ ბაღი ვერ ააშენეს, აშენებული ბაღი სანამ ექსპლუატაციაში შევიდოდა - იშლება,“ - განაცხადა მერაბ ცინცაბაძემ. ქობულეთის მერიაში ადასტურებენ, რომ შენობის საგარანტიო ვადა ჯერ არ გასულა და ფირმა ვალდებულია ხარვეზი გამოასწოროს. ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი ამბობს, რომ წვიმის შედეგად ჩამოსულმა წყალმა საბავშვო ბაღის შენობაში ჭერის გარდა კედლებიც დააზიანა. „ხელშეკრულების პირობის თანახმად უკვე წერილობით მომზადებული არის და გადაგზავნილი არის კომპანიასთან, კომპანიას საგარანტიო პერიოდი არ აქვს გასული, ვალდებული არის, რომ მოვიდეს და აღადგინოს ეს სახურავი. თუმცა სახურავის დაზიანებამ გამოიწვია სხვა რიგი პრობლემები, კედლებიც არის დაზიანებული აი ამ ჩამონადენი წყლის გამო. ამიტომ ვალდებულება გააჩნია კომპანიას საგარანტიო პერიოდი არ არის გასული, რომ მოვიდეს და მოხდეს აღდგენა იმ კომპანიის მიერ,“ აცხადებს ზაზა კაიკაციშვილი. #მერაბ_ცინცაბაძე #ქობულეთი #აჭარა_ენმ
აჭარა ენმ / Adjara unm-ის სხვა ვიდეოები
37:24
მთავარი აჭარაში _ გია დიასამიძე
02:22
ივანიშვილი-რიჟვაძის სპეცოპერაცია აჭარის მაუწყებლის...
09:17
აჭარა ტურისტების და ვაქცინაციის მოლოდინში
05:19
The Grand Tour ბათუმში
01:55
ენმ პარლამენტის წევრ ანზორ ბოლქვაძეს ქალზე ძალადობ...
00:50
რეზო ხარაზი - კრიმინალთან ერთად კორუფცია გაიზარდა
10:07
ხულოში მერს 19 მაისს აირჩევენ
03:04
აჭარის მთავრობასთან ჩემოდნები მიიტანეს
მსგავსი ვიდეოები
დაავადებათა კონტროლის ცენტრის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
კარანტინის რეჟიმი ქობულეთის სოფლებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ხმაური ქობულეთში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
თვითმმართველობის არჩევნების განმეორებითი კენჭისყრა 14 საარჩე...
Ajara TV
ახალი კორონავირუსის გავრცელების მაჩვენებელი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
მაჩალიკაშვილი: სულ ფეხებზე მკიდია ივანიშვილიც და ივანიშვილის...
Tv Kavkasia
„კოვიდ-19“ - ვითარება აჭარაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„კოვიდ-19“ - ვითარება საქართველოს რეგიონებში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster