პრეზიდენტმა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაცია სასახლეში მიიღო
მიხეილ სააკაშვილმა ევროპარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების ქვეკომიტეტის დელეგაცია, თავმჯდომარის არნო დანჟანის ხელმძღვანელობით, დღეს პრეზიდენტის სასახლეში მიიღო. შეხვედრისას, მხარეებმა საქართველოს ევროინტეგრაციის საკითხები განიხილეს და მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე ისაუბრეს. ყურადღება მათ ორმხრივი თანამშრომლობის აუცილებლობაზე გაამხვილეს და აღნიშნეს, რომ ევროპასთან საქართველოს დაახლოების პროცესი კვლავაც აქტიურად უნდა გაგრძელდეს. საუბარი შეეხო საქართველო-რუსეთის ურთიერთობასა და ქვეყნის ტერიტორიების ოკუპაციის თემასაც. არნო დანჟანის განცხადებით, ევროპარლამენტის დელეგაცია საქართველოში სწორედ ამ საკითხების შესასწავლად ჩამოვიდა. როგორც მან აღნიშნა, ევროპის მონიტორინგის მისიის საქმეა, დააკვირდეს და შეისწავლოს საქართველოში მიმდინარე მოვლენები. მან შეშფოთება გამოთქვა ოკუპაციის ხაზის გადმოწევისა და მოქალაქეების გატაცების თაობაზე. არნო დანჟანმა სინანულით აღნიშნა ისიც, რომ არ შედგა პრემიერთან და თავდაცვის მინისტრთან დაგეგმილი შეხვედრა. Visit Website: http://president.gov.ge Visit Facebook: / saakashvilimikheil Visit Twitter: / saakashvilim ----------------------------------------------------------------------------------------
მსგავსი ვიდეოები
განცხადებები ევროპარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ევროკავშირის ახალი ლიდერები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
2
ევროკავშირის ლიდერების არაფორმალური სამიტი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"დილის მოამბე" ნინო ვარდოსანიძესთან ერთად
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა ევროპალატისა და ჩეხეთის სავაჭრო პალატის პრეზიდენტთა...
Irakli Garibashvili
რა ხდება ქვეყანაზე? - #პოლიტიკის5წუთი: 25 აპრილი
Business Media Georgia
ირაკლი ღარიბაშვილი ბრიუსელში ევროპარლამენტის პრეზიდენტს რობე...
Irakli Garibashvili