მექანიკური მანქანები პატარა წალენჯიხელი ოსტატისგან
წალენჯიხაში 13 წლის ალექსი მებონია მოძრავ მექანიკური მანქანებს საკუთარი ხელით აწყობს. ყველაფერი სამი წლის წინ დაიწყო, როდესაც იუთუბში შემთხვევით წააწყდა ხერხს, თუ როგორ უნდა ეკეთებინა მექანიკური მოწყობილობები. ელემენტები, ჩამრთველები, ბოთლების თავსახურები, მყარი ქაღალდი - ეს ის ძირითადი მასალებია, რომლებიც მას მანქანის შექმნისთვის სჭირდება. „თავიდან ორიგამით ვიყავი დაინტერესებული. იუთუბში ვეძებდი ხერხებს თუ როგორ მექეთებინა სხვადასხვა ნივტები და შემთხვევით წავაწყდი ამ ხერხს. შემდეგ უკვე დავიხვეწე, მანქანების გაკეთება მომინდა. იუთუბიდან ვაკეთებდი ხოლმე, ახლა კი იდეას ვნახავ და ჩემებურად, დამოუკიდებლად მივყვები პროცესს, დრო კი იმისთვის მჭირდება, რომ დავხვეწო“, - გვიყვება ალექსი. ერთი მანქანის მწყობრში მოყვანას, დაახლოებით, ერთ კვირას ანდომებს. ამბობს, რომ ყველაზე კარგი გრძნობა მაშინ ეუფლება, როდესაც საკუთარ ნამუშევარს სრულყოფილს ხედავს. „რომ დავასრულებ მანქანას და მართლა გამომივა და წავა, სიამოვნებას მანიჭებს...იმედგაცრუებებიც მქონია, თუმცა არ ვეშვები, თავიდან ვიწყებ და ბევრი შრომის შემდეგ შედეგსაც ვაღწევ. ერთხელ სკოლაში მივიტანე ჩემი გაკეთებული მანქანა, მეგობრებმა მთხოვეს. ეს იყო გადახურული მანქანა, რომელიც სათამაშო მანქანას ჰგავდა. მასწავლებელმა არ დამიჯერა, რომ ჩემი გაკეთებული იყო და ცოტა გული ძალიან დამწყდა. ამის შემდეგ მანქანები აღარ გადამიხურავს“, - გვითხრა ალექსიმ. წალენჯიხაში ერთ-ერთ გამოფენაზე საკუთარი ნამუშევრებიც წარდგინა, თუმცა გაყიდვა დაენანა. მხოლოდ ერთი ნივთი გაიმეტა და ის 7 ლარად გაყიდა. გვეუბნება, რომ მისი მიზანი ამ საქმით ფულის გამომუშავება არ არის, თუმცა, მომავალში, არც ამას გამორიცხავს. ყველაზე მეტად ახლა ის უნდა, რომ ზუგდიდის ტექნოპარკში კურსები გაიაროს. მისი მთავარი გულშემატკივრები ოჯახის წევრები და მეგობრები არიან. ალექსის მამა ამბობს, რომ შვილს მხოლოდ ელექტრობასთან მუშაობა ასწავლა. „არ მინდოდა ზედმეტი დახმარება გამეწია, რადგან მსურდა, თავისი ნიჭით გაეკვლია ეს ყველაფერი. მე მხოლოდ საჭირო მასალებით ვამარაგებ. არ მინდა დაკარგოს სტიმული, რომ უფრო და უფრო დაიხვეწოს და მეტს მიაღწიოს“, - გვითხრა ონისე მებონიამ. ალექსი ნამდვილი ავტომობილის შექმნაზე ფიქრობს, თუმცა იცის, რომ ჯერ პატარაა და დიდ დანადგარებთან მუშაობა სახიფათოა. მისი ოცნებაა შექმნას საუკეთესო დიზაინის ავტომობილი, საქართველოში თავისი ხელით ააწყოს და ის მსოფლიოში ისეთივე ცნობილი გახდეს, როგორც ლამბორჯინია. რადიო "ათინათი" Website: http://radioatinati.ge/ Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI Google+: https://plus.google.com/u/1/ Twitter: https://twitter.com/Atinati1059 Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...
Radio Atinati-ის სხვა ვიდეოები
აუტიზმის სპექტრის მქონე ბავშვებისთვის ზუგდიდის მე-...
ედიშერ თოლორაია: ხმა მივეცი ზუგდიდის განვითარებას
ედიშერ თოლორაია განმუხურში მოსახლეობას შეხვდა
თოლორაიას საკრებულოს წევრის უფლებამოსილება არ შეუწ...
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და...
ლალი ანთია: მილების ქურდობა ედიშერ თოლორაიას უკავშ...
„თვითმმართველი ქალაქის გაუქმებიდან კანონპროექტის ჩ...
ექიმი:ზუგდიდის ინფექციურში მოთავსებული პაციენტების...
მსგავსი ვიდეოები
Mercedes-Benz CLK 200 W208 Avantgarde მერსედესის უკვდავი კუპ...
Giorgi Laluashvili
How we make an island - build a ships wash and clean - washi...
Cartoon Game TV
Make a towel on island - build ships wash and clean - best c...
Cartoon Game TV
მექანიკური VS ავტომატური კოლოფი და მითები მათ შესახებ
CrystalAuto
ავტომატური გადაცემათა კოლოფი თუ ვარიატორი?
Giorgi Laluashvili
თამბაქოს პირველი წარმოება საქართველოში
Business Media Georgia
Mercedes-Benz CLK 200 W208 Avantgarde - მერსედესის უკვდავი კ...
Giorgi Laluashvili
რა წერია სცენარში? - Eyes Wide Shut
შვიდნახევარი