დევნილების პროტესტი


სანატორიუმ „ქართლის“ მაცხოვრებლების მოთხოვნა უცვლელია. ​დროულად მოხდეს მათი ბინებით დაკმაყოფილება. წინააღმდეგ შემთხვევაში მათი თქმით, ისინი კვლავ იბრძოლებენ მათი მიზნისთვის, რაც ბინების მიღებას ეხება. მათ დღეს ერთობლივი განცხადება გააკეთეს. ამასთან ისინი ამბობენ, რომ გუშინ გარდაცვლილი მათი მეზობლის გარდაცვალების მიზეზთან დაკავშირებით სხვადასხვა ვერსია ვრცელდება, რითიც გარდაცვლილის სახელი ილახება. სანატორიუმ ქართლის მაცხოვრებლებს ცოტა ხნის წინ სახალხო დამცველი შეხვდა, რომელიც მზად არის მედიატორის ფუნქცია შეასრულოს სახელმწიფოსა და ყოფილი სანატორიუმის მცხოვრებლებს შორის.

გუშინ გარდაცვლილ მოქალაქესთან დაკავშირებით, დღეს განცხადება ჯანდაცვის მინისტრმაც გააკეთა. მისი თქმით, პირველადი ინფორმაციით, ეს უბედური შემთხვევაა. მან თხოვნით მიმართა საზოგადოებას გამოძიებას დაელოდონ და ამას დევნილების პრობლემებს ნუ დაუკავშირებენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან