საჯარო დისკუსია "უდიები - 100 წელი საქართველოში"

23.05.2022 01:17:27

2022 წელს უდიების საქართველოში დასახლების 100 წლისთავი აღინიშნება. 1922 წელს, ზინობი სილიკაშვილის თაოსნობით, აზერბაიჯანის სოფლებიდან - ვართაშენიდან (ამჟამინდელი ოღუზი) და ყიშლაღიდან უდიების ნაწილი საქართველოში გადმოვიდა და მაშინდელ თელავის მაზრაში დასახლდა (ამჟამინდელ ყვარლის მუნიციპალიტეტში). უდიებმა მალევე დაიწყეს სოფლის მშენებლობა, რომელსაც მათი წინამძღოლის საპატივცემულოდ - ზინობიანი ეწოდა. ამ ღირშესანიშნავ თარიღთან დაკავშირებით ,,კავკასიური სახლი”, ორგანიზაცია ,,საქართველოს უდიებთან” თანამშომლობით, მასპინძლობს ორ დღიან ღონისძიებას, კავკასიის ალბანელთა შთამომავლების - უდიების თემატიკასთან დაკავშირებით. საჯარო დისკუსია "უდიები - 100 წელი საქართველოში" გაიხსნა 21 მაისს, 15:00 საათზე,

გაზიარება: