განცხადება „ლეიბორისტულ პარტიაში“

10.10.2020 00:54

„ხელისუფლება არჩევნების გაყალბებისთვის ემზადება და არარსებულ მისამართებზე მოქალაქეების რეგისტრაციას გეგმავს,“- აცხადებენ „ლეიბორისტულ პარტიაში“.  „ლეიბორისტული პარტიის“ ქუთაისის ორგანიზაციის ხელმძღვანელი სამსონ გუგავა ამბობს, რომ მათ ოთხასამდე მისამართი აღმოაჩინეს, სადაც რამდენიმე ასეული ამომრჩევლის რეგისტრაცია მოხდება. „ლეიბორისტებმა“ საოლქო კომისიასთან ბრიფინგი გამართეს და მისამართების დაზუსტება მოითხოვეს. მისამართების დაზუსტების მოთხოვნით მათ 59-ე საოლქო კომისიას განცხადებით მიმართეს. საოლქო საარჩევნო კომისიაში განაცხადეს, რომ „ლეიბორისტების“ განცხადებაზე კომენტარი 16:00 საათზე  გაკეთდება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: