უკრაინის სანქციები საქართველოს ოთხ მოქალაქეს
10/21/2022
უკრაინამ საქართველოს ოთხ მოქალაქეს - ალექსანდრე ივანიშვილს, უჩა და ტატე მამაცაშვილებს, ასევე ქეთევან ხარაიძეს სანქციები დაუწესა. შესაბამის განკარგულებას ხელი უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოაწერა. განკარგულების მიხედვით, სანქციები გულისხმობს აქტივების ბლოკირებას, სავაჭრო ოპერაციების, უკრაინის ტერიტორიაზე რესურსების, ფრენებისა და ტრანსპორტირების ტრანზიტის შეზღუდვას, უკრაინის ფარგლებს გარეთ კაპიტალის გატანის პრევენციას, ეკონომიკური და ფინანსური ვალდებულებების შეჩერებას, ლიცენზიებისა და სხვა ნებართვების გაუქმებას ან შეჩერებას, უკრაინის ეროვნული ბანკის ნებართვებისა და ლიცენზიების გაცემის აკრძალვას, უკრაინის სახელმწიფო ჯილდოების ჩამორთმევას, მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების შეძენის აკრძალვას. საერთო ჯამში, ზელენსკის განკარგულებით, სანქციები 3 600-ზე მეტ ფიზიკურ და იურიდიულ პირს შეეხო, რომელთა უმრავლესობა რუსეთის მოქალაქეა.
სანქცირებულთა შორის არიან რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის შვილი და ბიზნესმენი რომან აბრამოვიჩი.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/1stchannel.1...
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.