ვებინარი აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების შესახებ სტუდენტებისთვის

21.11.2021 01:32:57

მიმდინარე წლის 15 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის უნივერსიტეტმა აშშ-ის საელჩოსთან და ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში ჩაატარა ვებინარი სტუდენტებისათვის. ვებინარის მიზანი იყო სტუდენტებისათვის გაეცნო აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამები და ამით კიდევ უფრო გაეფართოებინა საერთაშორისო საგანმანათლებლო სფეროში მათი ჩართვის შესაძლებლობა. ვებინარის მონაწილეებს მიესალმა ამერიკის საელჩოს კულტურის ატაშე - კრისტოფერ ანდერსონი, ხოლო პროგრამების შესახებ ისაუბრეს საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორებმა: თეა კუჭუხიძემ და ირაკლი მალანიამ. მათ სტუდენტებს გააცნეს სამი პროგრამა: Fulbright Graduate Student Program - https://ge.usembassy.gov/education-cu... Study of the United States Institute for Students - https://ge.usembassy.gov/education-cu... UGRAD- https://ge.usembassy.gov/education-cu... დაწვრილებით განმარტეს პროგრამების დანიშნულება და მიზანი; ის მოთხოვნები, რომლებსაც უნდა აკმაყოფილებდეს აპლიკანტი და ის გასათვალისწინებელი საკითხები, რომელიც დოკუმენტაციის სრულყოფილად მომზადებისათვის არის საჭირო. შეხვედრის დასასრულს მოწვეულმა სტუმრებმა უპასუხეს სტუდენტების შეკითხვებს. ვებინარს ასევე ესწრებოდა აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის თავმჯდომარე მარიამ თურმანიძე.

გაზიარება: