აშშ-ს საელჩოს გაცვლითი პროგრამების ვებინარი ლექტორებისთვის
მიმდინარე წლის 16 ნოემბერს გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტმა აშშ-ის საელჩოსა და ამერიკის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციასთან თანამშრომლობის ფარგლებში გამართა ვებინარი, რომლის მიზანი იყო გრუნის აკადემიური პერსონალისათვის აშშ-ის საელჩოს მიერ დაფინანსებული გაცვლითი პროგრამების გაცნობა და შეთავაზება. ვებინარი გახსნა აშშ-ის საელჩოს კულტურის ატაშემ კრისტოფერ ანდერსონმა, ხოლო პროგრამების შესახებ ისაუბრა საელჩოს გაცვლითი პროგრამების კოორდინატორმა თეა კუჭუხიძემ. მან უნივერსიტეტის პროფესორ-მასწავლებლებს გააცნო სამი პროგრამა: Fulbright Visiting Scholar Program - https://ge.usembassy.gov/education-cu... Fulbright Faculty Development Program - https://ge.usembassy.gov/education-cu... Study of the United States Institute for Scholars - https://ge.usembassy.gov/education-cu... დაახასიათა თითოეულის სწავლის პირობები და ის მოთხოვნები, რომლებსაც ამერიკული მხარე უყენებს მონაწილეებს, ასევე, განიხილა აპლიკაციისა და სხვა დოკუმენტების მომზადების, სწავლის პერიოდში ამერიკაში ცხოვრებისა და აპლიკანტთა დაფინანსების საკითხები. შეხვედრის დასასრულს მონაწილეებმა დააზუსტეს მათთვის საინტერესო საკითხები. ვებინარს ასევე დაესწრო აშშ-ის მთავრობის გაცვლითი პროგრამების საქართველოს მონაწილეთა ასოციაციის თავმჯდომარე, მარიამ თურმანიძე.
GRUNI-ის სხვა ვიდეოები
09:08
ერაზმუს მუნდუსის პროგრამის პროექტების პრეზენტაცია
01:41
ახალ წელს ყველა ბედნიერი უნდა იყოს!
01:36
ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციების პროგრამ...
03:20
ქართულ-ამერიკული ორთოდონტიული ცენტრი „ ბრეისჰაუსი“...
01:05
საერთაშორისო ფესტივალის კენტავრი 2012
10:14
დოკუმენტური ფილმი გრიგოლ რობაქიძის შესახებ
04:02
8 მარტის აქცია იმედზე
00:48
8 მარტის მილოცვა rustavi2
მსგავსი ვიდეოები
ეპიზოდი #4 - როგორ მოვხვდეთ ამერიკაში? (გაცვლითი პროგრამები)
გლეხიკაცი • Agriman
ერთი წელი ამერიკულ სკოლაში - გაცვლითი პროგრამა FLEX
TV IMEDI
აშშ-ს საელჩოს და ევროკავშირის დელეგაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
აშშ-ს საელჩოს დემოკრატიის კომისიის საგრანტო კონკურსი
ტელეკომპანია თანამგზავრი
აშშ-ს საელჩოს კულტურის ატაშე თესაუში
ტელეკომპანია თანამგზავრი
აშშ-ს საელჩოს საახალწლო მილოცვა
tbilisi 24
აშშ-ს საელჩოს გამოფენა
NPLG Official
აშშ ს საელჩოს მცირე გრანტების პრეზენტაცია
Free media space