ვენეციის კომისიის მოსაზრება - შეფასებები


ვენეციის კომისია მიიჩნევს, რომ საქართველოში მოსმენების შესახებ კანონის პროექტი ნაჩქარევად მიიღეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის საბჭო ავრცელებს. ვენეციის კომისიის იურიდიულ და საკონსტიტუციო ექსპერტთა გადაუდებელ მოსაზრებაში წერია, რომ ფარული თვალთვალის ღონისძიებების ზედამხედველობის მექანიზმი არაადეკვატურია და საჭიროა არსებული სისტემების ყოვლისმომცველი გადახედვა. ეს მოსაზრება ვენეციის კომისიას დასამტკიცებლად 21-22 ოქტომბერს წარედგინება.

ვენეციის კომისიის ამ მოსაზრებას პოლიტიკური შეფასებები უკვე მოჰყვა. ოპოზიციაში ამბობენ, რომ კანონპროექტი დემოკრატიის პრინციპებს ეწინააღმდეგება, რასაც ევროპის საბჭოს მიერ გავრცელებული ინფორმაციაც ადასტურებს. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, უკვე ყველასათვის აშკარაა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. საპასუხოდ მმართველ გუნდში აცახდებენ, რომ ვენეციის კომისიის შეფასებებს შესაბამისი არგუმენტაცია არ ახლავს და მათი პოზიციის მიუხედავად არანაირ ცვლილებას არ განიხილავენ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან