ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება

19.09.2020 01:46

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით, განცხადება გაავრცელეს ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლებმა. განცხადებაში ნათქვამია, რომ ისინი მუდმივად მოუწოდებდნენ ხელისუფლებას, შეეცვალათ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის სამართლებრივი ჩარჩო ვენეციის კომისიის რეკომენდაციების შესაბამისად, რომ ხარვეზები აღმოფხვრილიყო. „ჩვენ მივესალმებით ხელისუფლების სურვილს, შეიტანონ ცვლილებები „საერთო სასამართლოების“ შესახებ კანონში და ხაზს ვუსვამთ ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრულყოფილად შესრულების მნიშვნელობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს საზოგადოების ნდობა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესში და თავად ამ მნიშვნელოვანი ინსტიტუტის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაში. ამიტომ, ჩვენ ვურჩევთ ხელისუფლებას, მოითხოვონ ვენეციის კომისიის მოსაზრება შემოთავაზებულ შესწორებებზე, სანამ მას მიიღებენ“, – ნათქვამია დეპუტატების განცხადებაში. თანამომხსენებლები საქართველოს შესახებ შემდეგი ანგარიშის წარდგენას 2021 წლის დასაწყისში გეგმავენ. თანამომხსენებლების განცხადება საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. განცხადებას ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა, რომელიც აცხადებს, რომ მმართველი გუნდი არ არის წინააღმდეგი დოკუმენტი ვენეციის კომისიაში გაიგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე კონსულტაციები გაიმართება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება
01:34

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების განცხადება
00:46

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის თანამომხსენებლების გან...

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპის საბჭოს მინისტერიალი
05:44

ევროპის საბჭოს მინისტერიალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპის საბჭოს მინისტერიალი
06:01

ევროპის საბჭოს მინისტერიალი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროკავშირის განცხადება
00:49

ევროკავშირის განცხადება

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

გიორგი კანდელაკი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს
01:49

გიორგი კანდელაკი საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართავს

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტი
00:39

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტი

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია
05:56

ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის სესია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო