აჭარის ტელევიზიის სამეურვეო საბჭოს სხდომა


აჭარის ტელევიზიისა და რადიოს სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე, დირექტორ ნათია კაპანაძისთვის უნდობლობის გამოცხადებაზე მსჯელობენ.

შეხვედრა საბჭოს წევრის, გიგა ჩხარტიშვილის გამოსვლით დაიწყო. მისი განცხადებით, ტელევიზიაში უსამართლობის განცდაა, ანაზღაურებების გადანაწილების თვალსაზრისით, ასევე დარღვევებია შესყიდვების ნაწილში. ჩხარტიშვილი ამბობს, რომ ტელევიზიის მენეჯმენტს და პირადად დირექტორს არ ჰქონდათ კომუნიკაცია ბორდთან და გადაწყვეტილებებს ერთპიროვნულად იღებდნენ.

აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორი, ნათია კაპანაძე მრჩეველთა საბჭოს პრეტენზიებს არ იზიარებს. მისი განცხადებით, ტელევიზიამ  უდიდესი ნაბიჯები გადადგა საზოგადოებრივი მაუწყებლის იდეის განხორციელებისთვის. მისივე თქმით, ყველა ფინანსური ოპერაცია შესწავლილია აუდიტის მიერ და არსებობს დასკვნებიც.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან