სამხედრო თემატიკის გამოფენა
საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის გამოფენა #საუკუნისამბავი #გვიამბეისტორია მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის გამოფენა გაიხსნა. ღონისძიება საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ეროვნულ არქივთან თანამშრომლობით, საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში გაიმართა. გამოფენა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში 7 მაისამდე გაგრძელდება გამოფენა დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის რექტორმა, პოლკოვნიკმა ზაზა ჯაფარიძემ გახსნა. მისი განცხადებით, მნიშვნელოვანია, სამხედრო მოსამსახურეები საქართველოს სამხედრო ისტორიას იცნობდნენ და ეს ცოდნა საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებას, ასევე ქვეყნის განვითარებას მოახმარონ. ღონისძიების გახსას დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნული თავდაცვის აკადემიის იუნკერები, გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის სამხედრო ლიცეუმის კადეტები და სამხედრო მოსამსახურეები დაესწრნენ. მათ ისტორიკოსმა დიმიტრი სილაქაძემ დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის შეიარაღებული ძალების შესახებ საჯარო ლექცია წაუკითხა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის პერიოდის სამხედრო თემატიკის ფოტო და დოკუმენტური საარქივო მასალების ასლები; მათ შორის, რუსეთ-საქართველოს 1921 წლის ომში მონაწილე უფროსი კურსის იუნკერთა სიის ნაწილი, 1918 წელს გადაღებული ფოტო - გენერალი გიორგი კვინიტაძე გერმანელ სამხედროებთან ერთად, სამხედრო სამინისტროს თანამშრომლები, ქართველი არტილერისტები და სახალხო გვარდიელები, 1919 წლის დოკუმენტი, თუ როგორი იყო შეიარაღებული ძალების სტრუქტურა, ან ოფიცერთა ატესტაციის პროექტი, ასევე, საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში დაცული საარქივო ფოტოები.
თავდაცვის სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
საზოგადოებრივი ორგანიზაცია „აისის" საზაფხულო კურსი...
პროექტის „ჩვენი ჯარი“ ფარგლებში თავდაცვის მინისტრი...
ჯარისკაცების წერილები ტყიბულის მუნიციპალიტეტის სკო...
ქართველი ჯარისკაცების საპასუხო ბარათები საჯარო სკო...
ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი სამხედ...
თავდაცვის უწყებას ახალი ხელმძღვანელი ჰყავს
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის...
გაწმენდით სამუშაოებში ეროვნული გვარდია ერთვება
მსგავსი ვიდეოები
მედია სწავლება სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთოხების თემატიკი...
თავდაცვის სამინისტრო
Military simulation game at the Tbilisi Aviation Factory Air...
shota sabauri
პრობლემები საქართველოს თავდაცვის სისტემაში, PKTV-ს 'ვეტერანი...
PK TV2
საქართველოს თავდაცვა და ფასეულობების საკითხი, PKTV-ს 'ვეტერა...
PK TV2
ნეპოტიზმი ქართულ თავდაცვაში და ავღანური კამპანია, PKTV-ს 'ვე...
PK TV2
დოკუმენტური ფილმი - უცნობი ჯარისკაცები
nika kiladze
26 მაისი - პოლიტიკური უთანხმოების მორიგი მიზეზი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სამხედრო აკადემია
culturegovge culturegovge