მედია სწავლება სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთოხების თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის!
05/30/2018
თავდაცვის სამინისტრო-ის
მიერ
მედია სწავლება სამხედრო, თავდაცვისა და უსაფრთოხების თემატიკით დაინტერესებული ჟურნალისტებისთვის! #NobleResponse2018
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 ივნისი.
საქართველოს თავდაცვის სამინისტრო 2018 წლის 16 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით ჟურნალისტებისთვის მედია-სწავლებას „ღირსეული პასუხი 2018“ (Nobel Response – 2018) გამართავს.
პროექტის მიზანი, რთულად პროგნოზირებადი საინფორმაციო გარემოს გათვალისწინებით, თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე ჟურნალისტების, რეპორტიორების და ოპერატორების ტრენინგია.
მონაწილეობის მსურველები 7 დღის განმავლობაში, 16 ივნისიდან 23 ივნისის ჩათვლით სრულად, 24 საათიან რეჟიმში ჩაერთვებიან სწავლების პროცესში. განთავსდებიან იმ სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე, სადაც დაგეგმილია სწავლების ჩატარება. შესაბამისად, სწავლების მონაწილეები 7 დღით მოწყდებიან ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
სწავლება ორი, თეორიული და პრაქტიკული ეტაპისგან შედგება. თეორიული ნაწილი მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომის, დეზინფორმაციის, საზოგადოებრივი აზრის მანიპულირების, პროპაგანდისა და ამ გზაზე სტრატეგიული კომუნიკაციების მნიშვნელობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მიწოდებას ითვალისწინებს.
პრაქტიკული ნაწილი კი, რეალური გარემოს სიმულაციის გათამაშება იქნება სადაც „გამთამაშებლები“ საინფორმაციო ველში რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებულ სიტუაციებს შექმნიან და სწავლებაში მონაწილე ჟურნალისტებს „თავსატეხებით“ მოამარაგებენ. ასევე, შეუქმნიან ტექნიკური და შინაარსობრივი ხასიათის ბარიერებს.
შესაბამისად სწავლების მონაწილეებს აქტიური საინფორმაციო და კონვენციური ომის მიმდინარეობის მოდელირებისას შესაბამისი უნარ-ჩვევების დახვეწისა და კვალიფიკაციის ამაღლების საშუალება მიეცემათ. ასევე, გაეცნობიან ამ პროცესში თავდაცვის სამინისტროსა და მისი სტრუქტურული ერთეულების ფუნქციებს, კომპეტენციებსა და მუშაობის სპეციფიკას.
სწავლების დასრულების შემდეგ მონაწილეები მოისმენენ მოწვეული ექსპერტების შეფასებებს და მიიღებენ შესაბამის რეკომენდაციებს.
სწავლებაში მონაწილეობის მსურველთა რეგისტრაცია დაიწყება 17 მაისს 11:00 საათზე და გაგრძელდება 5 ივნისს 17.00 საათამდე. შეირჩევა 25 კანდიდატი. სწავლების შესახებ დეტალურ ინფორმაციას და თანამშრომლობის პირობებს მონაწილეები უკვე ამის შემდეგ მიიღებენ.
სწავლებაში მონაწილეობის შესაძლებლობა აქვთ ჟურნალისტებს, რეპორტიორებს, ტელე-ოპერატორებს და ფოტორეპორტიორებს, რომლებიც აკმაყოფილებენ შემდეგ მოთხოვნებს:
1. ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელსაც უმუშავია ან დაინტერესებულია სამხედრო თემატიკით.
2. ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მედიასაშუალების შტატიანი თანამშრომელია;
3. ჟურნალისტი, რეპორტიორი, ფოტო-რეპორტიორი, ოპერატორი, რომელიც მზად არის შვიდი სამუშაო დღის განმავლობაში 24 საათიან რეჟიმში ჩართული იყოს სწავლებაში, იცხოვროს საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო ნაწილის ტერიტორიაზე;
სწავლებაში მონაწილეობის მსურველმა ჟურნალისტმა, რეპორტიორმა, ფოტო-რეპორტიორმა, ოპერატორმა, უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:
• პირადობის მოწმობის ასლი;
• ორი ფოტო სურათი ¾ (მათ შორის ელ-ვერსიაც);
• ჯანმრთელობის მდგომარეობის დამადასტურებელი ცნობა (ფორმა #100);
• რეზიუმე (CV);
• სამოტივაციო წერილი;
(ჟურნალისტური ნამუშევრები მატერიალური ან ელექტრონული სახით);
• მომართვა სამსახურიდან;
საბუთების გადარჩევის შემდეგ შერჩეული კანდიდატები გაივლიან გასაუბრებას საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ფსიქოლოგებთან;
ინფორმაცია და დოკუმენტაცია შეგიძლიათ გამოაგზავნოთ ელექტრონული ფოსტის მისამართზე: [email protected] ან, ჩააბაროთ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამოქალაქო მისაღებში.
მისამართი, დ. უზნაძის ქუჩა #117 ა;
დამატებითი კითხვებისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ მობილურზე: 595 98 55 05 ელენე კავსაძე;
გთხოვთ, გამოგზავნილ წერილის სათაურად მიუთითოთ „მედია-სწავლება“;