ინფრასტრუქტურული პროექტების მონიტორინგი ბოლნისის მუნიციპალიტეტში


16 მაისს, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულმა, შოთა რეხვიაშვილმა, რწმუნებულის პირველმა მოადგილემ, ზვიად ჭუნაშვილმა, საქართველოს პარლამენტში ბოლნისის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარმა დეპუტატმა, გოგი მეშველიანმა და მუნიციპალიტეტის მერმა, დავით შერაზადიშვილმა, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით ქალაქში მიმდინარე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მოინახულეს.

ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, პირადად იმყოფებოდნენ თაყაიშვილის ქუჩაზე, სადაც 220 მეტრზე, გზის საფარი ბაზალტის ქვაფენილით მოეწყო. სამუშაოები მიმდინარეობს რუსთაველის ქუჩაზეც. პროექტის დასრულების შემდეგ საგზაო ინფრასტრუქტურა, ქვაფენილით, 250 გრძივ მეტრზე მოწესრიგდება. შედეგად, ადგილობრივები კომფორტული გადაადგილების პირობით ისარგებლებენ ისეთ ქუჩებზე, სადაც წლების განმავლობაში შესაბამისი ინფრასტრუქტურა არ არსებობდა.

შოთა რეხვიაშვილი, პროექტების მონიტორინგის ფარგლებში გაეცნო ქალაქ ბოლნისში N4 საბავშვო ბაღის სარემონტო სამუშაოებს. აღსანიშნავია, რომ მუნიციპალიტეტში არსებული 12 საბავშვო ბაღიდან, აღნიშნული სააღმზრდელო დაწესებულება, რიგით მე-11 იქნება, რომელიც, პროექტის დასრულების შემდეგ, ევროპული სტანდარტების შესაბამისად მოეწყობა.
#ქვემოქართლი2019
#ბოლნისი2019
#ინფრასტრუქტურა2019
#სახელმწიფორწმუნებული2019
#შოთარეხვიაშვილი2019

ვიდეოები „ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია"-ისგან