ასურელები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში დღემდე ეძებენ ერთმანეთს - გურამ აშკაშიძე

03/29/2021
Radio Atinati-ის მიერ

„ჯოჯოხეთურ გზაზე“, როგორც გურამ აშკაშიძე გვიყვება, ბევრი ოჯახი გაიხლიჩა, ერთმანეთი დაკარგეს და-ძმებმა, ბიძაშვილებმა. ასირიელები ერთმანეთს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში დღემდე ეძებენ და პოულობენ. 1989 წლის 25 დეკემბერს ჩიკაგოში შედგა ერთ-ერთი ასეთი მოულოდნელი შეხვედრა, რომელსაც გურამ აშკაშიძე ასე იხსენებს:

„ერთი ჩვენი ახლობელი ჩამოვიდა აშშ-დან და გვითხრა, თქვენი ნათესავები, ამერიკელი ასირიელები გეძებენო და მათი ტელეფონის ნომერი მოგვცა. დავუკავშირდი მათ და იმავე წელს ჩავფრინდით ჩიკაგოში. კათოლიკური შობის დღე იყო და ყველა რესტორანში ყოფილა წასული. ბავშვი დაგვხვდა სახლში, 15 წლის იყო მაშინ, დაურეკა მამამისს და შეატყობინა ჩვენი სტუმრობა. რამდენიმე წუთში 100 კაცი შეგროვდა, ყველა ჩვენი ნათესავი იყო. უნდა გენახათ ის ცრემლები და ის სიხარული... მკვიდრი ბიძაშვილები შევხვდით ერთმანეთს. საქართველოდან მე, მამაჩემი და ჩემი ბიძაშვილი ჩავედით, ეს იყო დიდი სიხარული“.

ვრცლად ნახეთ ბმულზე: https://bit.ly/2P8Hj0V

რადიო \"ათინათი\"
Website: http://radioatinati.ge/
Facebook: https://www.facebook.com/Rado.ATINATI
Twitter: https://twitter.com/Atinati1059
Instagram: https://www.instagram.com/radioatinat...

ვიდეოები „Radio Atinati"-ისგან