„ომიკრონის“ გავრცელების მასშტაბი იზრდება


5 500-მდე ახალი შემთხვევა და 46 გარდაცვლილი - ქვეყანაში ინფიცირებულთა რაოდენობა ყოველდღე თითქმის ორმაგდება.

მეექვსე ტალღის პიკს ეპიდემიოლოგები თებერვლის დასაწყისში ელოდებიან და ამ პერიოდისთვის დღიურად 60 000-მდე ინფიცირებულს ვარაუდობენ. სადღესასწაულო დღეების შემდეგ მიმართვის რიცხვი საკმაოდ მაღალია - ტესტების ცენტრებთან დღესაც რიგებია. ეპიდ-აფეთქების ზონებია ზამთრის კურორტები, სადაც არცერთი რეგულაცია და წესი არ არის დაცული. არ ხდება აღსრულების კონტროლიც. იმის გამო, რომ „ომიკრონის“ შტამით ინფიცირებულებში დაავადება მსუბუქად მიმდინარეობს, ამ შტამით დაავადებულებისა და მათი კონტაქტების იზოლაციის ვადები უახლოეს დღეებში შემცირდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან