მინისტრის განცხადება საყდრისი-ყაჩაღიანის თემასთან დაკავშირებით

04/24/2014
culturegovge culturegovge-ის მიერ

როგორც მოგეხსენებათ, 2014 წლის 25 მარტს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ და კომპანია „RMG გოლდმა\" ხელი მოაწერეს მემორანდუმს, რომელიც ემყარება საქართველოს კანონმდებლობას და ითვალისწინებს სახელმწიფო და კერძო სექტორების თანამშრომლობის აუცილებლობას.
სამწუხაროდ, გარკვეული წრეები ავრცელებენ მცდარ ინფორმაციას, თითქოს ირღვევა მემორანდუმის პუნქტები და საყდრისი-ყაჩაღიანის უბანზე სამუშაოები უკანონოდ მიმდინარეობს.
პირადად მე და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ჩავედით ყაჩაღიანის უბანზე და ვაცხადებ, რომ მემორანდუმით გათვალისწინებული უფლება-მოვალეობები არ არის დარღვეული.
იქვე შევხვდით აქციის მონაწილე ახალგაზრდებსა და კომპანიის მუშა-მოსამსახურეებს. ჩვენ შორის გაიმართა კონსტრუქციული დიალოგი.
მემორანდუმის თანახმად, საყდრისზე დაკვირვებას აწარმოებს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი. ჩამოდიან საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც მონიტორინგს გაუწევენ ლიცენზიით გათვალისწინებულ სამუშაოებს.
აქვე უნდა აღვნიშნო, რომ ამ საკითხით გულწრფელად დაინტერესებული ადამიანების გარდა, არიან ისეთებიც, რომლებიც ცდილობენ საზოგადოების დეზინფორმაციას. საკითხი გასცდა კულტურული მემკვიდრეობის საზღვრებს და მიიღო არაჯანსაღი სახე. როგორც ჩანს, წინასაარჩევნო პერიოდში ვიღაცას ხელს აძლევს აჟიოტაჟის შექმნა. სამწუხაროდ, ზოგიერთი ორგანიზაციაც ხელს უწყობს სიტუაციის დაძაბვას და აშკარად სუბიექტური განწყობით, მიზანმიმართულად ამწვავებს ვითარებას. ეს ყოვლად დაუშვებლად მიგვაჩნია.

http://www.culture.gov.ge/
http://www.facebook.com/culturegovge
http://twitter.com/#!/CULTUREgovge
   / culturegovge  
http://www.flickr.com/photos/cultureg...
http://www.myvideo.ge/?user_id=855045

ვიდეოები „culturegovge culturegovge"-ისგან